სისხლის ანალიზის ჩაბარება

დადგინდა კავშირი სისხლის ჯგუფსა და 49 დაავადებას შორის: მეცნიერული კვლევა

186
(განახლებულია 17:22 03.05.2021)
შვედმა მეცნიერებმა 5 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ სისხლის ჯგუფებსა და გარკვეულ დაავადებებს შორის კორელაცია არსებობს

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. კვლევებით დადასტურდა, რომ სისხლის ჯგუფსა და გაეკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებას შორის კავშირი არსებობს, აცხადებენ შვედი მეცნიერები, რომლთა ნაშრომიც ჟურნალ eLife−შია გამოქვეყნებული.

სწავლულებმა ხუთი მილიონი პაციენტის სამედიცინო ანკეტები შეისწავლეს და სისხლის პირველ, მეორე და მესამე ჯგუფებში კორელაცია გამოავლინეს. გაირკვა, რომ არსებობს 49 სახის დაავადება, რომლებიც ამ ჯგუფების შემთხვევაში ჩნდება.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სისხლის მეორე ჯგუფის მქონეები ყველაზე ხშირად თრომბოზებით ავადობენ, ხოლო პირველი ჯგუფისა — სისხლის შედედების დარღვევით.

ამასთან ქალებს, რომლებსაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ დადებითი რეზუსით, ორსულობის დროს სხვებზე ხშირად ემართებათ ჰიპერტონია.

თქვენს ხასიათს სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს: ადასტურებენ მეცნიერები>>

რაც შეხება მესამე ჯგუფის მქონეებს, ისინი ძალიან იშვიათად ავადდებიან თირკმელების კენჭოვანი დაავადებით.

შვედი სწავლულების თქმით, მათ მიერ მიღებულ შედეგებს ადასტურებს მანამდე ჩატარებული სხვა კვლევებიც.

 

186
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (650)
ილონ მასკი

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

34
(განახლებულია 13:14 18.05.2021)
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება  2,2%–ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%–ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები  Louis Vuitton Moët Hennessy –ს პრეზიდენტ ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI–ის მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისთვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.  არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ–ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time–ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

34
თემები:
მსოფლიო დღეს

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

38
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

38
მსახიობი გიორგი ყიფშიძე

„ასაკობრივი ზღვარი წაიშალა... არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან“ - გიორგი ყიფშიძის ცოლი

0
(განახლებულია 13:11 18.05.2021)
მსახიობ გიორგი ყიფშიძის 20 წლით უმცროსი მესამე ცოლი ენი გასიევა მათ ოჯახზე და ურთიერთგაგებაზე საუბრობს.

გიორგი ყიფშიძე მცირე ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა. მას მესამე ცოლთან მეორე შვილი შეეძინა, პირველი ქორწინებებიდან კი ასევე ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი. გიორგი ყიფშიძისა მეუღლე ენი გასიევა ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება როგორ გაუმართლა, რომ გიორგი იპოვა.

ენი ამბობს, რომ გიორგი ისეთი ქმარი აღმოჩნდა, როგორიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან მას მსგავსი კაცები არ ხვდებიან და რომ არა გიორგი, ალბათ მარტო იქნებოდა. მისი თქმით, ბავშვების აღზრდის პროცესში ცნობილი ბაბუაც, მსახიობი ზურა ყიფშიძეც აქტიურადაა ჩართული და რაც ლუნა დაიბადა, კოსმო სულ მის გვერდით იძინებს. რომ ეძინება, ბაბუს ოთახში გარბის. ერთად ვცხოვრობთ და ზურა ძალიან გვეხმარება ბავშვების გაზრდაში…

„როცა მე და გიორგიმ ცხოვრება დავიწყეთ, იმდენად კარგად შევეწყვეთ, რისკებზე და გამართლებაზე არც მიფიქრია, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. თავიდანვე ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იდეალური მეგობარი და მეუღლე გახდა. არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან და არც საიდუმლოებები, სადაც ჰარმონია და კომფორტია, იმ ურთიერთობას, წესით, საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს ენი.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას გასული წლის მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის ფოტოგრაფზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.

გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები