ვის ეკრძალება ომეგა-3: ამერიკელი მეცნიერები ექიმებს აფრთხილებენ

© photo: Pixabay / Stevepbპრეპარატი ომეგა
პრეპარატი ომეგა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ომეგა-3 ზოგი პაციენტისთვის სახიფათოა და ექიმებმა მისი დანიშვნის შემთხვევაში რისკები უნდა გაითვალისწინონ.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საკვები დანამატები, რომლებიც პოლიგაჯერებულ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს შეიცავს და რომლებიც ხშირად ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, შეიძლება სახიფათო იყო პაციენტთა გარკვეული ჯგუფისთვის, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.

ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2018
რისთვის სჭირდება ორგანიზმს ომეგა-3 და როგორ შევავსოთ მისი დეფიციტი საკვების მეშვეობით

მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში European Heart Journal - Cardiovascular Pharmacotherapy.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა ხუთი კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომლებშიც 50 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი ომეგა-3-ის შემცველ დანამატებს იღებდა, ნაწილი — პლაცებოს. ექიმები კვლევის მონაწილეებს ორიდან შვიდ წლამდე აკვირდებოდნენ.

გაირკვა, რომ ომეგა-3 მოციმციმე არითმიას, წინაგულის ფიბრილაციას ავითარებს, თუ პაციენტის სისხლში ლიპიდების მაღალი დონე ფიქსირდება. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ამ დაავადების მქონე ადამიანებში ინსულტების რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არითმიის არმქონეებში.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ომეგა-3-ის შემცველი დანამატების დანიშვნისას ექიმებმა ეს რისკები უნდა გაითვალისწინონ.

ყველა ახალი ამბავი
0