ებრძვის COVID-19-ის რთულ ფორმას: დადგინდა ვიტამინების ეფექტური კომბინაცია და დოზა

© Pixabay / Atlantiosვიტამინები კოვზზე
ვიტამინები კოვზზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
იტალიელი პროფესორი უკვე დიდი ხანია თავად სარგებლობს ვიტამინების იმ ნაკრებით, რომლის ეფექტურობაც მეცნიერებმა მასშტაბური ანალიზით დაადგინეს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის მძიმე ფორმის რისკის შესამცირებლად ძალიან ეფექტურია ვიტამინ C და D-ს, ასევე მელატონინისა და თუთიის მიღება, განაცხადა იტალიის კორონავირუსული ინფექციების სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, პროფესორმა სალვატორე კორაომ РИА Новости-სთან საუბრისას.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
სარტყლისებური ლიქენი შეიძლება კოვიდ-ვაქცინაციის გვერდითი ეფექტი იყოს: მეცნიერული კვლევა

როგორც ირკვევა, იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა კორაოს ხელმძღვანელობით ამ დროისათვის არსებული პრაქტიკულად ყველა სამედიცინო პუბლიკაცია შეისწავლა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ოთხი კარგად ცნობილი ნუტრიცევტიკის — ვიტამინ C და D-ს, ასევე მელატონინისა და თუთიის გავლენას ეძღვნებოდა. ამ მასშტაბური ანალიზის შედეგი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Nutrients.

ირკვევა, რომ იტალიელმა მეცნიერებმა განსაზღვრეს დოზა, რომელიც აუცილებელ დადებით ეფექტს უზრუნველყოფს.

„საჭიროა, რომ მიიღოთ დღეში ერთი−ორი გრამი ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი), რომელიც კარგი ანტიოქსიდანტია. რაც შეეხება ვიტამინ D-ს, ის შეგიძლიათ ყოველდღიურადაც მიიღოთ და თვეში ერთხელაც. ჩვენი განსაზღვრებით, ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში ოპტიმალურია თვეში 50000 IU ვიტამინი D — სასურველია, ჭამის შემდეგ“, — განმარტა პროფესორმა.

ამასთან მეცნიერი გვირჩევს, ყოველ საღამოს მივიღოთ მელატონინი — 6-დან 10 მილიგრამამდე ოდენობით. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მელატონინს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ ზოგი პაციენტისთვის უკუჩვენება აქვს.

რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
კორონავირუსი მძიმე გავლენას ახდენს ფსიქიკაზე: მეცნიერები ახალ კვლევას აქვეყნებენ

„რაც შეხება დღეში დაახლოებით 50 მილიგრამი სუფთა თუთიის მიღებას, ეს იმუნურ სისტემას ვირუსებთან ბრძოლაში დაეხმარება. თუმცა ამ ელემენტს აქვს თვისება, დროთა განმავლობაში ორგანიზში დაგროვდეს. ამიტომ სამი თვის შემდეგ პაციენტებს ყოველდღიური დოზის 25 მილიგრამამდე შემცირებას ვურჩევთ“, — განაცხადა იტალიელმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ით დაავადებულთა განყოფილებას ხელმძღვანელობს სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ უდიდეს საავადმყოფოში Ospedale Civico.

კორაომ აღნიშნა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ამ ნუტრიცევტიკების დადებითი ზეგავლენა როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელ, ისე დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებზე.

ამასთან ირკვევა, რომ ამ ნუტრიცევტიკების ნაკრებს თავად პროფესორი უკვე დიდი ხანია იღებს.

  • „მე უკვე დიდი ხანია ვიღებ ამ ნაკრებს. ასე იქცევიან ჩემი მეგობრები, ნათესავები და პაციენტები. ყველანი კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება“, — აღნიშნა მედიკოსმა.

სალვატორე კორაოს თქმით, რეკომენდებულია ამ ოთხი აქტიური ნივთიერებიდან მინიმუმ ორის კომბინაციის მიღება, მაგრამ, ვინაიდან საუბარია თერაპიაზე, ჯობს ეს ექიმთან შეათანხმოთ.

ყველა ახალი ამბავი
0