სამუდამო პატიმრობის მოლოდინში: ოჯახი ქსოვილის მათეთრებელს COVID-19-ის წამლად ასაღებდა

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
„სასწაულებრივი წამლის“ გაყიდვით მამამ და მისმა სამმა ვაჟმა მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს სამუდამო პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. გრენონების ოჯახმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი იშოვა კორონავირუსის „სასწაულებრივი“ წამლის გაყიდვით, რომელიც სინამდვილეში ქსოვილის მათეთრებელი იყო, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პრეს-რელიზში.

​გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობით 62 წლის მარკ გრენონი და მისი შვილები — 34 წლის ჯონათანი, 32 წლის ჯოზეფი და 26 წლის ჯორდანი იყვნენ დაკავებული.

როგორც ირკვევა, მეტი დამაჯერებლობისთვის ოჯახმა სექტა ჩამოაყალიბა სახელწოდებით „ჯანმრთელობისა და განკურნების ეკლესია დაბადება II“. საკუთარ „წამალს“ კი Miracle Mineral Solution („მინერალური სასწაული“) უწოდეს და ირწმუნებოდნენ, რომ ის ავადმყოფებს არა მარტო COVID-19-სგან, არამედ კიბოს, შიდსის, ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებების, დიაბეტის, აუტიზმის, მალარიის, ჰეპატიტისა და ჰერპესისგანაც კი კურნავდა.

Pfizer-ის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გაყალბებული Pfizer-ი: ფალსიფიცირებული ვაქცინა ორ ქვეყანაშია აღმოჩენილი

გრენონებმა ათობით ათასი ბოთლი „წამლის“ გაყიდვა მოასწრეს და ამ საქმიანობით ერთ მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს.

„ეს ქიმიური ხსნარი სინამდვილეში შეიცავს ნატრიუმის ქლორიდსა და წყალს, რომელიც პერორალური მიღების შემდეგ ქლორის დიოქსიდად გარდაიქმნება − ძლიერ მათეთრებლად, რომელიც წყლის სამრეწველო მასშტაბებში გასაწმენდად ან ქსოვილების, ცელულოზისა და ქაღალდის მათეთრებლად გამოიყენება“, — ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-რელიზში.

სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტომ „მინერალური სასწაული“ COVID-19-ისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ უვარგისად ცნო და განმარტა, რომ აღნიშნულ პროდუქტს სიცოცხლისთვის საშიში სახიფათო გვერდითი ეფექტები აქვს — ძლიერი პირღებინების, დიარეისა და წნევის უკიდურესი ვარდნის ჩათვლით.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ „მინერალური სასწაულის“ მიღების შემდეგ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.

გრენონების საქმის სასამართლო განხილვები 26 აპრილს დაიწყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამასაც და მის სამივე შვილსაც სამუდამო პატიმრობა ელით.

 

ყველა ახალი ამბავი
0