კრიპტოვალუტა დოლარების ფონზე

გატაცებულია 2 მლრდ დოლარი: კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

107
(განახლებულია 15:07 26.04.2021)
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის გამოყენება უკვე აკრძალა. აკრძალვა 30 აპრილიდან ამოქმედდება.

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. თურქეთმა საერთაშორისო ორდერი გასცა ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-ის დამაარსებლის დაპატიმრებაზე, რომელმაც ინვესტორების 2 მლრდ დოლარის ოდენობის აქტივები გაიტაცა და მიიმალა, იუწყება სააგენტო Anadolu.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფარუქ ფათიჰ ოზერი, სავარაუდოდ, ალბანეთში იმყოფება.

​თურქეთის სპეცსამსახურებმა უკვე გაავრცელეს ოზერის ფოტო, რომელიც სტამბულის აეროპორტშია გადაღებული საპასპორტო კონტროლის გავლის მომენტში.

როგორც ირკვევა, სტამბულის პროკურატურამ გამოძიება 22 აპრილს დაიწყო, როგორც კი მედიასაშუალებებით ბიზნესმენის გაქცევის თაობაზე გახდა ცნობილი. უწყებამ 78 ეჭვმიტანილის დაკავებაზე გასცა ორდერი, რომელთაგან 62 უკვე დაკავებულია, 10 კაცის ძებნა კი გრძელდება.

ბირჟა Thodex-მა 21 აპრილს საკუთარ საიტზე განცხადება გაავრცელა, რომ ხუთი დღით წყვეტდა მუშაობას და ვაჭრობა შეაჩერა. Thodex-მა ეს იმით ახსნა, რომ ოპერაციების გასაგრძელებლად ფინანსები არ ჰყოფნიდა. მომდევნო დღეს ბირჟამ გამოაქვეყნა ოზერის წერილი, რომელშიც ის ინვესტორებს თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც თავადაც ჩავიდოდა თურქეთში, რათა კანონის წინაშე პასუხი ეგო. ამასთან ბირჟის გაქცეული გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებდა თავის ადგილსამყოფელს და წერდა, რომ მედიასაშუალებების მიერ ზარალად დასახელებული 2 მლრდ დოლარი დაუსაბუთებელი რიცხვია.

კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex 2017 წლიდან მუშაობს. თურქეთის მოქალაქეები ამ ტიპის ბირჟებით ინვესტიციების ჩასადებად სარგებლობენ, რათა საკუთარი თანხები ინფლაციისგან დაიცვან. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება აკრძალა.

107
თემები:
საერთაშორისო პანორამა (394)
ილონ მასკი

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

8
(განახლებულია 13:14 18.05.2021)
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება  2,2%–ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%–ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები  Louis Vuitton Moët Hennessy –ს პრეზიდენტ ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI–ის მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისთვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.  არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ–ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time–ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

8
თემები:
მსოფლიო დღეს

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

12
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

12