ვარდისფერი მთვარე ღამის ცაზე

არ გამოტოვოთ „ვარდისფერი მთვარე“: გამოცხადდა ულამაზესი მოვლენის თარიღი

157
(განახლებულია 22:26 23.04.2021)
პლანეტის მოსახლეობა ღამის ცაზე იშვიათ მოვლენას იხილავს, როდესაც მთვარე ჩვეულებრივზე 30 პროცენტით უფრო კაშკაშა და 14 პროცენტით დიდი იქნება.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წელს სუპერმთვარეობა, რომელიც ვარდისფერი მთვარის სახელით არის ცნობილი, 27 აპრილზე მოდის, იუწყება გამოცემა Daily Mail.

გამოცემის ცნობით, პლანეტის მოსახლეობა ღამის ცაზე იშვიათ მოვლენას იხილავს, როდესაც მთვარე ჩვეულებრივზე 30 პროცენტით უფრო კაშკაშა და 14 პროცენტით უფრო დიდი იქნება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენას „ვარდისფერი მთვარე“ ჰქვია, არ უნდა ველოდოთ, რომ დედამიწის თანამგზავრის ზედაპირი მართლაც ამ ფერს მიიღებს.

მოვლენას ასეთი სახელწოდება მკვეთრად ვარდისფერი მცენარის გამო ეწოდა, რომელიც აშშ-სა და კანადაში, როგორც წესი, სწორედ ამ პერიოდში ყვავის და რომელიც „ვარდისფერი ხავსის“ სახელითაა ცნობილი.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს მიმდინარე წლის პირველი სუპერმთვარეობაა, რომლის დანახვაც მზის ჩასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

  • მეორე სუპერმთვარეობა მალევე გამეორდება — 26 მაისს მთვარე ჩვეულებრივზე 98 მილით (დაახლოებით 157 კმ) უფრო ახლოს იქნება დედამიწასთან.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ იმავე ღამით კიდევ ერთი ულამაზესი სანახაობა — ლირიდების მეტეორიტული წვიმაცაა მოსალოდნელი. ამ მოვლენის დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი.

157
თემები:
საერთაშორისო პანორამა (380)
თურქეთის დროშა სტამბულში

სომეხთა გენოციდი: თურქეთი გმობს ლატვიის სეიმის დეკლარაციას

7
(განახლებულია 17:11 06.05.2021)
ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. 

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო უწოდა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ დეკლარაციას ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის  დაგმობის შესახებ, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლატვიის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ, არის ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უსაფუძვლო მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, — აცხადებთ თურქეთის საგარეო უწყება.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეფასდეს“, და ლატვიელი კანონმდებლობის გადაწყვეტილება ამ თემისადმი ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა.

აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტში დეკლარაციის მიღებას სეიმის დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, აპრილის ბოლოს, ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდი ასევე აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

7

პროტესტი და ცრემლსადენი გაზი: ანტისამთავრობო აქციები კოლუმბიაში

7
(განახლებულია 18:24 06.05.2021)
კოლუმბიაში პოლიციამ ანტისამთავრობო რვადღიან მიტინგებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც საგადასახადო რეფორმებმა გამოიწვია, ახლა უფრო ფართო პრობლემებისკენ - კორუფციის, უმუშევრობის და უთანასწორობისკენ მიიმართა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრაციებზე მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

7
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები