მარია ზახაროვა

„პრაღამ ეს კარგად იცის“: რუსეთის საგარეო უწყება ჩეხეთს შესაბამის პასუხებს ჰპირდება

55
(განახლებულია 19:09 22.04.2021)
მარია ზახაროვამ პრაღას მოუწოდა, ულტიმატუმები ნატოს შიგნით სასაუბროდ შეინახოს და განაცხადა, რომ „რუსეთთან ასეთი ტონით საუბარი დაუშვებელია“.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მოსკოვი პასუხს გასცემს პრაღის შესაძლო ახალ ნაბიჯებსა და ქმედებებს რუსი დიპლომატების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„არ არსებობს პრობლემის გადაჭრისა თუ პრობლემის აღმოფხვრის სურვილი. პირიქით, არსებობს მისი გაღრმავების სურვილი. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მას შესაბამისი პასუხები გაეცემა. და ეს პრაღისთვის კარგადაა ცნობილი“, — განაცხადა ზახაროვამ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში.

ამასთან რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ, პრაღისგან განსხვავებით, რომელიც ახლა „აბსურდული სიტუაციების მოდელირებითაა“ დაკავებული, მოსკოვს „ფანტაზიებისთვის არ სცალია“.

მანამდე ჩეხეთის ლიდერმა იაკუბ კულგანეკმა განაცხადა, რომ რუსეთმა იქიდან გამოძევებული ჩეხი დიპლომატები უკან ხუთშაბათის 12:00 საათამდე უნდა დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა პრაღაში კიდევ შემცირდება. ამაზე პასუხად ზახაროვამ პრაღას მოუწოდა, ულტიმატუმები ნატოს შიგნით სასაუბროდ შეინახოს და განაცხადა, რომ „რუსეთთან ასეთი ტონით საუბარი დაუშვებელია“.

მანამდე, 17 აპრილს ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს ეჭვმიტანილად ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებში, და ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს. კრემლში ამ ბრალდებებს აღმაშფოთებელი და დაუსაბუთებელი უწოდეს. მარია ზახაროვამ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებული სიტუაცია „მარაზმატიკულ აღლუმად“ შეაფასა. პრაღის ნაბიჯების საპასუხოდ მოსკოვმა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

მოგვიანებით ჩეხეთის სენატმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

55
თემები:
საერთაშორისო პანორამა (394)

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

9
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

9
ისრაელი

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა გაუშვეს

17
(განახლებულია 13:04 18.05.2021)
ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

თბილისი, 18 მაისი -Sputnik. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში დაახლოებით 90 რაკეტა გაუშვეს, მათგან 20 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„07:00 საათის მდგომარეობით: გუშინ 19:00 საათიდან დაწყებული ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, მათგან 20 ღაზის სექტორში ჩამოვარდა“, – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3.350 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც დაახლოებით 500 სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.  ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.

17
თემები:
მსოფლიო დღეს