ინდიანაპოლისში სროლები იყო – არიან დაშავებულები

© AP Photo / David Zalubowskiგადაუდებელი დახმარების ბრიგადა
გადაუდებელი დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც სროლა დაიწყო, ბოლოს თავი მოიკლა.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში მდებარე ლოჯისტიკური კომპანია FedEx-ის შენობაში სროლები იყო, არიან დაშავებულები, იუწყება ტელეარხი WRTV პოლიციაზე დაყრდნობით. 

​პოლიციაში შეტყობინება ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე (თბილისის დროით პარასკევს, 07:00 საათზე) შევიდა.

ტელეარხის ცნობით, FedEx-ის შენობა ინდიანაპოლისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს.

დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც სროლა დაიწყო, ბოლოს თავი მოიკლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0