იაპონიამ უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა

© AP Photo / Koji Sasaharaატომური ელექტროსადგური კაშივაძაკი-კარივა
ატომური ელექტროსადგური კაშივაძაკი-კარივა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
იაპონიის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემაში მარეგულირებელმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. იაპონიის ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტმა დროებით შეაჩერა ქვეყნის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურის „კაშივაძაკი–კარივას“ მუშაობა, იუწყება სააგენტო Associated Press.

​გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სადგურის უსაფრთხოების სისტემაში დარღვევები გამოავლინა.  

სადგურის მფლობელ ენერგეტიკულ კომპანია Tokyo Electric Power-ს (TEPCO), რომელიც ასევე უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა იაპონიაში, ოფიციალურად აეკრძალა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა.

IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„ფუკუშიმას“ დაბინძურებული წყალი ოკეანეში ჩაიღვრება: IAEA-მ გადაწყვეტილება მოიწონა

ცნობილი ხდება, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა ანტიტერორისტული აღჭურვილობის გაუმართაობა და ბირთვული მასალების არასაკმარისი დაცვა სადგურის რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ 2018 წელს გამოავლინეს. მართალია, TEPCO-მ გამოასწორა უსაფრთხოების ფუნქციები, მაგრამ პრობლემები მაინც სერიოზულად და სისტემატურად ჩაითვალა. ამიტომ მარეგულირებელმა სადგურის თავიდან გაშვება შეუძლებლად მიიჩნია. 

როგორც ატომური ენერგეტიკის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ტოიოში ფუკეტა ამბობს, სადგურის დასჯის თაობაზე განცხადება ოფიციალურად მომდევნო კვირაში გაკეთდება.

აღინიშნება, რომ „კაშივაძაკი–კარივა“ ნაწილობრივ 2007 წლის მიწისძვრისას დაზიანდა. სადგურის 54 ბირთვული რეაქტორიდან ამ დროისათვის მხოლოდ ოთხი მუშაობდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ „კაშივაძაკი–კარივას“ ბირთვულ უსაფრთხოებას „წითელი“ რეიტინგი მიანიჭა, რაც პირველად მოხდა იაპონიის ატომური ენერგეტიკის ოპერატორის ისტორიაში.

სადგური მუშაობას, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ განაახლებს, თუ ყველა გამოვლენილ პრობლემას აღმოფხვრის.

ყველა ახალი ამბავი
0