„ფუკუშიმას“ დაბინძურებული წყალი ოკეანეში ჩაიღვრება: IAEA-მ გადაწყვეტილება მოიწონა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიIAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი
IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ეთანხმება იაპონიის ხელისფლების გადაწყვეტილებას, ოკეანეში ჩაღვაროს დაბინძურებული წყალი, რომელიც მანამდე გაიწმინდება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ მოიწონა იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება, ოკეანეში ჩაღვაროს წყალი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა–1–ის“ საცავებიდან, რომელიც მანამდე საგულდაგულოდ გაიწმინდება.

​ამასთან გროსი პირობას დებს, რომ ორგანიზაცია დაეხმარება იაპონიას ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაში.

„მივესალმები იაპონიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ შენახული წყალი გაწმენდის შემდეგ ოკეანეში ჩაიღვრება. IAEA ითანამშ რომლებს იაპონიასთან როგორც წყლის ჩაღვრამდე, ისე ამის შემდეგაც, რათა ამას ნეგატიური ზემოქმედება არ მოჰყვეს ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსთვის“, — აცხადებს გროსი Twitter–აკაუნტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, ზღვებში წყლების კონტროლირებადი ჩაღვრა რეგულარულად ხდება მსოფლიოში მოქმედი ატომური ელექტროსადგურებიდან — გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მკაცრად გაწერილი სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.

რადიაციული საფრთხის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
იაპონელები „ფუკუშიმას“ წყლის ოკეანეში ჩასაღვრელად ემზადებიან

„ფუკუშიმა–1–დან“ წყლის ოკეანეში ჩაღვრა დაახლოებით 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის უდევს, რომ ყველა რეზერვუარი, რომლებიც „ფუკუშიმა-1-ის“ წყლის შესანახადაა განკუთვნილი, მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად გადაივსება.

ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1-ზე“ ავარია 2011 წლის 11 მარტს მოხდა. ცხრა მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რასაც უზარმაზარი ცუნამის ტალღა მოჰყვა, სადგურიდან რადიაციამ გაჟონა. ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ამ დრომდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად.  

 

ყველა ახალი ამბავი
0