„დათმობას ვერ მიიღებთ“: ირანელი მინისტრი აშშ-ს პირობას უყენებს

© REUTERS / David Mdzinarishviliმოჰამად ზარიფი
მოჰამად ზარიფი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე დივერსიაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ სანქციებითა და ისრაელის მხარდაჭერით ვერანაირ დათმობას ვერ მიაღწევს თეირანისგან, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა.

ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ავარია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე: ირანი შურისძიებით იმუქრება

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ 11 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათანზის ბირთვული ობიექტის გამანაწილებელ ელექტროქსელში ავარია მოხდა, რის გამოც ცენტრიფუგებს დენის მიწოდება შეუწყდა. გამოცემა The New York Times-მა დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინციდენტის უკან ისრაელი დგას, რომელმაც ნათანზის ქარხნის ელექტროქსელში აფეთქება მოაწყო.

„სანქციების გზით [ამერიკელები] ვერ მიიღებენ დათმობებს. სიონისტური რეჟიმისა და ტერორისტული აქტების მხარდაჭერით ისინი ვერ მიაღწევენ დათმობებს. ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტონ“, — განაცხადა მინისტრმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები ამგვარ მიდგომას შეწყვეტენ, მაშინ თეირანი სავერიფიკაციო მექანიზმს აამოქმედებს და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი შეთანხმებით (JCPOA) გათვალისწინებულ ვალდებულებებს დაუბრუნდება.  

ირანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
NYT: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება ისრაელის მოწყობილია

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0