2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში ყველა მოთამაშე კორონავირუსზე უნდა აიცრას

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკში EURO-2020-ს თასი
 EURO-2020-ს თასი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
მარტის შესარჩევი თამაშების შემდეგ თავიანთ კლუბებში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსზე ჩაბარებული ტექსტი დადებითი დაახლოებით 20 ფეხბურთელს აღმოაჩნდა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში მონაწილე ნაკრებების ყველა ფეხბურთელმა სავალდებულო ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მონაცემებით, UEFA მუშაობს EURO-2020-თვის სამედიცინო პროტოკოლზე, რომელიც ჩემპიონატის 24 მონაწილე გუნდის 600-ვე ფეხბურთელის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
თათრეთის სპორტის მინისტრი: კვარაცხელიას დატოვება ყაზანში კარგი იქნებოდა, მაგრამ...

როგორც აღინიშნა, ამ ნაბიჯის აუცილებლობას განაპირობებს შესარჩევი ტურნირის თამაშებზე მარტში გამოცხადებული შესვენება, როდესაც თავიანთ კლუბებში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსზე ჩაბარებული ტექსტი დაახლოებით 20 ფეხბურთელს დადებითი აღმოაჩნდა.

EURO-2020-ს მატჩები 11 ივნისიდან 11 ივლისიდან ევროპის 12 ქალაქში გაიმართება. ტურნირის რვა მასპინძელმა ქალაქმა დაადასტურა, რომ მზად არის მატჩების დროს ტრიბუნებზე ქომაგები დაუშვას - ესაა სანქტ-პეტერბურგი, ლონდონი, ბუდაპეშტი, ბაქო, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი და გლაზგო.

იტალიის, ესპანეთის, ირლანდიისა და გერმანიის ხელისუფლებამ ვერ მისცა UEFA-ს გარანტია, რომ რომი, ბილბაო, დუბლინი და მიუნხენი EURO-2020-ს მატჩებს ქომაგების დასწრებით ჩაატარებს.

19 აპრილამდე ოთხმა ქალაქმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია თავიანთი გეგმების შესახებ აღნიშნულ საკითხზე, ამავე პერიოდში UEFA მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ქალაქებში ტურნირის მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0