Bloomberg-მა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპები შეადარა

© AFP 2024 / GUILLEM SARTORIOპანდემია აფრიკაში
პანდემია აფრიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
მდიდარი ქვეყნები კვლავ აგრძელებენ ტრადიციას და იმ რაოდენობით ვაქცინებს იძენენ, რაც მათ ყველა მოქალაქის რამდენჯერმე აცრის შესაძლებლობას მისცემს

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსზე მოსახლეობის დაახლოებით 5%-ია აცრილი, მაგრამ ვაქცინების დოზების უდიდესი ნაწილი მდიდარმა ქვეყნებმა მიიღეს, იუწყება საერთაშორისო სააგენტო Bloomberg.

სააგენტოს ინფორმაციით, აცრების საერთო რაოდენობის 40% ჩატარდა 27 მდიდარ სახელმწიფოში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 11% ცხოვრობს. ამასობაში ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის ამავე 11%-მა დაახლოებით 1,6% ვაქცინა მიიღო. შესაბამისად, მათ მოსახლეობას 25-ჯერ უფრო ნელი ტემპით ცრიან.

კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
შეიძლება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არევა – ჯანმოს განმარტება

მაგალითისთვის, შეერთებულ შტატებზე ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 24% მოდის, ამ დროს ქვეყანაში დედამიწის მოსახლეობის 4,3% ცხოვრობს. პაკისტანში კი კაცობრიობის 2,7% ცხოვრობს, მაგრამ იქ ვაქცინაციის წილმა მსოფლიოსთან შედარებით 0,1% შეადგინა. გარდა ამისა, მდიდარი ქვეყნები კვლავ აგრძელებენ იმ რაოდენობის ვაქცინების შეძენას, რომელიც მათ ყველა მოქალაქის რამდენჯერმე ვაქცინაციის შესაძლებლობას აძლევს.

თავის მხრივ, აფრიკა, რომელიც ყველაზე ღარიბი კონტინენტია, ასევე COVID-19-ზე ყველაზე ნაკლებად აცრილ კონტინეტად რჩება. 54-ი ქვეყნიდან მხოლოდ სამში აცრილია მოსახლეობის 1%-ზე მეტი, ხოლო 20 სახელმწიფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია არც კი დაწყებულა.

ყველა ახალი ამბავი
0