პეკინის 2022 წლის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის თილისმების პრეზენტაცია

ბოიკოტი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას: აშშ განხილვებს გეგმავს

32
(განახლებულია 15:51 07.04.2021)
მანამდე პეკინის ბოიკოტირების იდეა წამოაყენეს კანადელმა, ნორვეგიელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და ასევე 200-მდე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოდან.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია პეკინის ოლიმპიადის მიმართ დამოკიდებულების თაობაზე, ამ საკითხზე ის მოკავშირეებთან ერთად იმსჯელებს და ისინი ერთობლივ პოლიტიკას შეიმუშავებს, წერს სახელმწიფო დეპარატამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნედ პრაისი საკუთარ Twitter-ზე.

​„როგორც ვთქვი, პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი. 2022 წლამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩინეთისადმი ერთობლივი მიდგომა შევიმუშავოთ“, — დაწერა პრაისმა.

მანამდე ბრიფინგზე პრაისმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი ჩინეთის ოლიმპიადის „ერთობლივი ბოიკოტის“ იდეას, უპასუხა, რომ შეერთებული შტატებს სურს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად განიხილოს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხი.

„რა თქმა უნდა, ამის განხილვა გვსურს. გვესმის, რომ კოორდინირებული მიდგომა უპასუხებს არა მარტო ამერიკის ინტერესებს, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებსაც“, — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ბრიფინგზე.

ნედ პრაისის თქმით, პეკინს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, კერძოდ, სინცზიან–უიღურის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ იმავე მიზეზით ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდებით მანამდე გამოვიდნენ კანადელი, ნორვეგიელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. იგივე მოთხოვნა გაისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დაახლოებით 200-მდე უფლებადამცველი ორგანიზაციისგან.

პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალკეული ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან სპორტის პოლიტიზაციას, რომლებიც „ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით ცდილობენ ჩაშალონ ოლიმპიადა და ჩაერიონ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში“.

ამასთან, როგორ აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა სიუზან ლაიონსმა განაცხადა 10 მარტს, ისინი მხარს არ უჭერენ პეკინში ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას.

ზამთრის XXIV ოლიმპიადა ჩინეთში 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.

32
თემები:
საერთაშორისო პანორამა (332)
რეზინის შლანგი

ნაპოვნია შლანგის მილსადენი საზღვარზე სპირტის უკანონოდ გადასაქაჩად: ვიდეო

80
მესაზღვრეებმა შლანგის მილსადენი მიწისქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი კერძო სახლიდან საზღვრამდე მიდიოდა

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.

მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.

80
თემები:
საერთაშორისო პანორამა (332)

როგორ მიმდინარეობს ნოტრ-დამის რესტავრაცია ძლიერი ხანძრის შემდეგ - ფოტო

21
  • ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრიდან ორი წლის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
  • ტაძრის ისტორიული სიზუსტით აღდგენისათვის მუხის მასალა არის საჭირო
  • შეთანხმების მიხედვით, რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხეების აუცილებელი რაოდენობის ნახევარს სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო მეურნეობა გამოყოფს
  • მეორე ნახევარს კი - კერძო სატყეო მეურნეობების მფლობელები
  • მოჭრის შემდეგ ხის ღერძი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაშრეს - მანამ, სანამ ხის სინოტივე მინიმუმ 30%-ით არ შემცირდება
  • ქვეყნის ხელისუფლება კულტურული ძეგლის გახსნას 2024 წლისათვის გეგმავს
  • ნოტრ-დამის წინამძღვარი პატრიკ შოვე მიიჩნევს, რომ მესის ჩასატარებლად და ვიზიტორებისათვის ტაძარი ნაწილობრივ გაიხსნება სამი წლის შემდეგ
  • ამავდროულად ის არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ დიდხანს გაგრძელდება
  • სავსებით შესაძლებელია, ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 15-20 წელიც კი დაჭირდეს
  • მორბენალი გოგონა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე
მას შემდეგ, რაც დიდმა ხანძარმა კინაღამ პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გაანადგურა, უკვე ორი წელი გავიდა. ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში, როგორ გამოიყურება კულტურული ძეგლი

2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად. საფრანგეთის ხელისუფლებამ მაშინ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ნოტრ-დამის აღსადგენად.

შენობის რეკონსტრუქციისათვის 830 მილიონი ევროს ოდენობის შემოწირულობა შეგროვდა.

21
  • ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრიდან ორი წლის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
    © REUTERS / Benoit Tessier

    ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრიდან ორი წლის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

  • ტაძრის ისტორიული სიზუსტით აღდგენისათვის მუხის მასალა არის საჭირო
    © AP Photo / Francois Mori

    ტაძრის ისტორიული სიზუსტით აღდგენისათვის მუხის მასალა არის საჭირო

  • შეთანხმების მიხედვით, რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხეების აუცილებელი რაოდენობის ნახევარს სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო მეურნეობა გამოყოფს
    © REUTERS / Benoit Tessier

    შეთანხმების მიხედვით, რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხეების აუცილებელი რაოდენობის ნახევარს სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო მეურნეობა გამოყოფს

  • მეორე ნახევარს კი - კერძო სატყეო მეურნეობების მფლობელები
    © REUTERS / Benoit Tessier

    მეორე ნახევარს კი - კერძო სატყეო მეურნეობების მფლობელები

  • მოჭრის შემდეგ ხის ღერძი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაშრეს - მანამ, სანამ ხის სინოტივე მინიმუმ 30%-ით არ შემცირდება
    © REUTERS / Benoit Tessier

    მოჭრის შემდეგ ხის ღერძი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაშრეს - მანამ, სანამ ხის სინოტივე მინიმუმ 30%-ით არ შემცირდება

  • ქვეყნის ხელისუფლება კულტურული ძეგლის გახსნას 2024 წლისათვის გეგმავს
    © AFP / Anne-Christine Poujoulat

    ქვეყნის ხელისუფლება კულტურული ძეგლის გახსნას 2024 წლისათვის გეგმავს

  • ნოტრ-დამის წინამძღვარი პატრიკ შოვე მიიჩნევს, რომ მესის ჩასატარებლად და ვიზიტორებისათვის ტაძარი ნაწილობრივ გაიხსნება სამი წლის შემდეგ
    © AP Photo / Francois Mori

    ნოტრ-დამის წინამძღვარი პატრიკ შოვე მიიჩნევს, რომ მესის ჩასატარებლად და ვიზიტორებისათვის ტაძარი ნაწილობრივ გაიხსნება სამი წლის შემდეგ

  • ამავდროულად ის არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ დიდხანს გაგრძელდება
    © REUTERS / Pool / Benoit Tessier

    ამავდროულად ის არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ დიდხანს გაგრძელდება

  • სავსებით შესაძლებელია, ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 15-20 წელიც კი დაჭირდეს
    © REUTERS / Pool / Benoit Tessier

    სავსებით შესაძლებელია, ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 15-20 წელიც კი დაჭირდეს

  • მორბენალი გოგონა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე
    © AP Photo / Francois Mori

    მორბენალი გოგონა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე

გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

0
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები