თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ტაილანდის ხელისუფლებამ კორონავირუსზე აცრილი უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესი 1 აპრილიდან შეცვალა - სავალდებულო კარანტინის ვადა მათთვის 7 დღემდე შემცირდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასიან კარანტინში ყოფნის ვადა ყველა უცხოელისთვის, აფრიკის ცალკეული ქვეყნის მოქალაქეების გარდა, 14-დან ათ დღემდე მცირდება.
ამასთან, COVID-19-ზე აცრილი ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ გამგზავრება ფუკეტზე, პჰანგ ნგაზე, კრაბიზე, პატაიაზე და ჩანგმაიზე, თვითიზოლაციის ვადა 7 დღემდე შემცირდა.
ტაილანდში შესვლისას აცრილმა უცხოელებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ გაკეთებული აქვთ შემდეგი ვაქცინებიდან ერთ-ერთი: Pfizer/ BioNTech, Sinovak, AstraZeneca/Oxford, SK BIOSCIENCE, Covishield, Janssen ან Modena.
რუსული პრეპარატი „სპუტნიკ V" აღნიშნულ სიაში არ არის, შესაბამისად ამ პრეპარატით აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში სავალდებულო 10-დღიან კარანტინში ყოფნა მოუწევთ.
ტაილანდის გახსნის ოთხეტაპიანი გეგმის მიხედვით, აცრილი ტურისტები ყოველგვარი თვითიზოლაციისა და შეზღუდვების გარეშე ჩასვლას მომდევნო წლის 1 იანვრიდან შეძლებენ.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე, აღმოაჩინეს პლასტმასის შლანგი, რომლითაც სპირტის უკანონოდ გადაქაჩვა იგეგმებოდა, იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 მმ დიამეტრის შლანგი მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული.
მესაზღვრეების თქმით, მილსადენი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, სპირტის გასატარებლად მზადდებოდა და მანამდე გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან შლანგი მშრალი იყო და ამასთან დამახასიათებელი სუნი არ ჰქონდა.
მესაზღვრეებს მილსადენის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. სულ მიწიდან 100 მეტრი შლანგი ამოიღეს, რომელიც მოლდოვის საზღვრიდან ოდესის ოლქის სოფელ როზალევკას ერთ–ერთი კერძო სახლისკენ მიემართებოდა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ღონისძიებები კანონის დამრღვევ პირთა წრის დასადგენად.
2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად. საფრანგეთის ხელისუფლებამ მაშინ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ნოტრ-დამის აღსადგენად.
შენობის რეკონსტრუქციისათვის 830 მილიონი ევროს ოდენობის შემოწირულობა შეგროვდა.
ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძრიდან ორი წლის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
ტაძრის ისტორიული სიზუსტით აღდგენისათვის მუხის მასალა არის საჭირო
შეთანხმების მიხედვით, რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხეების აუცილებელი რაოდენობის ნახევარს სახელმწიფოს კუთვნილი სატყეო მეურნეობა გამოყოფს
მეორე ნახევარს კი - კერძო სატყეო მეურნეობების მფლობელები
მოჭრის შემდეგ ხის ღერძი 12-18 თვის განმავლობაში უნდა გაშრეს - მანამ, სანამ ხის სინოტივე მინიმუმ 30%-ით არ შემცირდება
ქვეყნის ხელისუფლება კულტურული ძეგლის გახსნას 2024 წლისათვის გეგმავს
ნოტრ-დამის წინამძღვარი პატრიკ შოვე მიიჩნევს, რომ მესის ჩასატარებლად და ვიზიტორებისათვის ტაძარი ნაწილობრივ გაიხსნება სამი წლის შემდეგ
ამავდროულად ის არ გამორიცხავს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ დიდხანს გაგრძელდება
სავსებით შესაძლებელია, ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 15-20 წელიც კი დაჭირდეს
მორბენალი გოგონა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე
„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.
აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.
- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?
- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.
- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?
- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.
- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?
- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.
- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?
- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.
- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...
- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.
- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...
- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.
- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...
- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.
-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...
- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.
- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...
- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?
- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...