შვედური პრობლემა: ქალმა ქმრის სახელი ვერ ისწავლა – ვიდეო მილიონებიანი ნახვით

© Sputnik / STRINGERსტოკჰოლმი, შვედეთი
სტოკჰოლმი, შვედეთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
შვედეთში გათხოვილმა ახალგაზრდა ქალმა მეუღლის სახელის სწორად წარმოთქმა ვერ ისწავლა, რაც ძალიან ნაცნობი პრობლემა გამოდგა სხვა ქალისთვის, რომლის მეუღლესაც კაპუამამალუკეაკუა ჰქვია.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. შვედეთში საცხოვრებლად გადასული ქალი TikTok-ის მომხმარებლებს გამოუტყდა, რომ სამი წლის განმავლობაში ვერა და ვერ ისწავლა მეუღლის სახელის სწორად წარმოთქმა, რის შემდეგაც მას უბრალოდ მეტსახელი შეარქვა, იუწყება გამოცემა Daily Mirror.

 

​ქალის თქმით, გამოსავალი იმაში ნახა, რომ ქმარს უბრალოდ „პატარას“ (Baby) ეძახის.

ვიდეოს ბოლოს ის რამდენჯერმე ცდილობს სწორად წარმოთქვას მეუღლის სახელი, მაგრამ ან მახვილს აკეთებს არასწორად, ან ასოებს ურევს.

ვიდეოს ამ დროისათვის უკვე 2,5 მილიონზე მეტი ნახვა და 2 მილიონი მოწონება აქვს. ამასთან კომენტარებში ბევრი წერს, რომ ხშირად გადაწყდომიან ამგვარ პრობლემას.

  • „ჩემი ქმარიც შვედია. უკვე შვიდი წელია ერთად ვართ და დღემდე ვერ წარმოვთქვამ მის სახელს სწორად“, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და აკონკრეტებს, რომ მის მეუღლეს კაპუამამალუკეაკუა ჰქვია.
ყველა ახალი ამბავი
0