„წესებს არღვევს“: ბლინკენმა პეკინი მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა

© AP Photo / Leah Millisაშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყანა მსოფლიო წესრიგის სისტემას არღვევს, მაშინ ყველას აქვს უფლება, წინააღმდეგობა გაუწიოს მას.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აშშ-ის პოლიტიკის მიზანი არის არა პეკინის შეკავება, არამედ მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება, რომელსაც ჩინეთი ძირს უთხრის, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენი ურთიერთობები პეკინთან, ისევე, როგორც ბევრი მოკავშირისა, ერთ შემთხვევაში არის კონკურენტული, მეორეში — თანამშრომლური, ხოლო მესამეში — ანტაგონისტური. თუმცა არსებობს საერთო მნიშვნელი, კერძოდ, ჩინეთისთვის ძალის პოზიციიდან წინააღმდეგობის გაწევა, რაც ალიანსების სიმტკიციდან, კოორდინაციიდან და თანამშრომლობიდან იწყება“, — აღნიშნა ბლინკენმა იტალიურ გაზეთ la Stampa-სთან ინტერვიუში.

ამასთან სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ დააძალებს მოკავშირეებს, გააკეთონ არჩევანი ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
რუსეთი აშშ-ს საფრთხეა: რუსეთმა ენტონი ბლინკენის განცხადებას უპასუხა

ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიზანია, შეინარჩუნოს „მსოფლიო წესრიგის სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ წესებს ემყარება“, პეკინი კი ამ წესრიგსაც არღვევს და არც სხვა ვალდებულებებს არ ასრულებს.

„როდესაც ვინმე, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა, ამ სისტემას გამოწვევის წინაშე აყენებს, წესების დარღვევით თამაშობს და ცდილობს ძირი გამოუთხაროს სხვათა მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ყველას ექმნება წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი“, — აღნიშნა ბლინკენმა.  

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში აშშ–ჩინეთის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ანკორიჯში (ალასკა) ენტონი ბლინკენმა და ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თავიანთი გამოსვლები ჩინეთის მკვეთრი კრიტიკით დაიწყეს. ჩინეთის წარმომადგენლებმა ფართო პასუხი გასცეს მათ, რის გამოც, ნაცვლად შეთანხმებული ოთხწუთიანი განცხადებებისა, ორივე მხარის გამოსვლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი პროტოკოლის დარღვევასა და „პუბლიკაზე თეატრალური თამაშის მცდელობაში“ დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0