გაერო: მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანას კატასტროფული შიმშილობა ელოდება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაერო
გაერო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის დაზარალებული ქვეყნების უმეტესობა აფრიკაშია, თუმცა, ორგანიზაციის მონაცემებით, შიმშილობის დონე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მსოფლიოში 34 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე ნაკლებობის ზღვარზეა, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ერთობლივ განცხადებაში.

გვალვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
იუნესკო: კაცობრიობა 2030 წლისთვის წყლის გლობალურ დეფიციტს შეეჯახება
„იემენი, სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ ნიგერია ოცი ქვეყნის სიის სათავეში დგანან და მწვავე შიმშილობის კატასტროფულ დონეს აწყდებიან. სამხრეთ სუდანსა და იემენში მოსახლეობა უკვე დგას შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე“, — ნათქვამია ანგარიშში.

როგორც WFP-ს აღმსარულებელი დირექტორი დევიდ ბისლი ამბობს, კატასტროფული შიმშილობის გამომწვევი მიზეზები — ომები, COVID-19-ის პანდემია და ექსტრემალური კლიმატური პირობებია — გვალვისა და კალიების შემოსევების ჩათვლით.   

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ქვეყნების უმეტესობა აფრიკაშია, შიმშილობის დონე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც მკვეთრად და სწრაფად გაიზრდება. გაეროს სიაში უკვე მოხვდნენ: სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ვენესუელა, ლიბანი, სირია და ავღანეთი.

ყველა ახალი ამბავი
0