როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

© AFP 2024 / ERNESTO BENAVIDESმგზავრები პერუს აეროპორტში
მგზავრები პერუს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
პირბადეების ტარება, ხელების დაბანვა და სოციალური დისტანციის დაცვა - ამ რეკომენდაციების შესრულება აცრილ ადამიანებს მაინც მოუწევთ

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ვირუსის გადაცემის დონე მაღალია, ამიტომ საერთაშორისო მოგზაურობების პანდემიანდელ რეჟიმში აღდგენის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, განაცხადა რუსეთში ჯანმოს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
მოგზაურების საყურადღებოდ! თურქეთში თვითმფრინავით შესვლის წესები იცვლება

ამჟამად რთულია პროგნოზის გაკეთება საერთაშორისო მოგზაურობების აღდგენის შესახებ, რადგან მსოფლიოში იზრდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში ვაქცინების ნაკლებობაა.

მისი თქმით, მოგზაურთა იმუნიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატების „არაადეკვატური მიწოდებები“ პრიორიტეტული კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადების მქონე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.

ვუინოვიჩმა განმარტა, რომ ევროპის რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ზრდა უკავშირდება არამარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შერბილებას, არამედ იმას, რომ ადამიანები ნაკლებად იცავენ რეკომენდაციებს.

საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებას პანდემია უწოდა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით Lufthansa რეგულარულ რეისებს შეასრულებს >>

საქართველომ ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვალს აღადგინა - ავიაგადამზიდავები საქართველოს ავიაბაზარს თანდათანობით უბრუნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0