ქალმა აბაზანაში სარკე ჩამოხსნა და საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა - ვიდეო

CC BY-SA 2.0 / Luca Sartoni / Infinite Mirrorარ დაკიდოთ სარკე აბაზანაში
არ დაკიდოთ სარკე აბაზანაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ქალმა სარკის უკან ხვრელი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც გამუდმებული ორპირი ქარებით ძალიან შეწუხდა და ბინის გამოკვლევა გადაწყვიტა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. მრავალბინიან კორპუსში ქირით მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც გამუდმებით აწუხებდა იდუმალი წარმოშობის ორპირი ქარი ბინაში, საცხოვრებლის გამოკვლევა გადაწყვიტა და აბაზანის სარკის უკან საიდუმლო გასასვლელი იპოვა, რომელიც სხვა ბინაში მიდოდა, იუწყება Daily Mail–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიუ–იორკში მოხდა.

შეშინებულმა სამანტა ჰარტსომ (ასე ჰქვია ქალს) დასახმარებლად მეგობრებს უხმო, შემდეგ კი „უცნობი ტერიტორიის“ შესასწავლად გაძვრა სარკისმიღმა ხვრელში.   

აღმოჩნდა, რომ მისი აბაზანის უკან მთელი ბინა იყო, რომელშიც რემონტი ჯერ კიდევ არ გახლდათ დასრულებული. კედლებიდან სადენები იყო გამოჩრილი, ხოლო ოთახის შუაში სამშენებლო ნაგვით სავსე ტომრები ელაგა. ამასთან ბინის შემოსასვლელი კარი ღია იყო.

სამანტა შეაძრწუნა იმის წარმოდგენამ, რომ მის ბინაში მოხვედრა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც მან „უცხო ტერიტორიაზე მოგზაურობისას“ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოქვეყნა, იუზერებმა უკვე შეადარეს 1992 წელს გადაღებულ საშინელებათა საკულტო ფილმს „კენდიმენი“.

ყველა ახალი ამბავი
0