ერთი პირობით: მაიკ პომპეო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

© AP Photo / Jens Meyerმაიკ პომპეო
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
მანამდე გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის კონსერვატორული წრეების დიდ ნაწილს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად 2024 წელს დონალდ ტრამპის ხილვა სურს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ამერიკელი კონსერვატორები ირჩევენ დონალდ ტრამპს: გამოკითხვის შედეგები

ამის შესახებ პომპეომ ტელეარხ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის. მე ვზრუნავ ამერიკაზე. მე და თქვენ ყველანი დიდი ხანია ვართ კონსერვატორული მოძრაობის წევრები და ვაპირებ, განვაგრძო ამის კეთება“, — ასე უპასუხა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა წამყვანის კითხვას, აპირებს თუ არა მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში.

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს 2024 წლის სარეზიდენტო არჩევნებში მონაწილების საკითხს.

ყველა ახალი ამბავი
0