„მჭირდება რვა კაცი მთელი მსოფლიოდან“: იაპონელი მილიარდერი გუნდს ირჩევს

© AFP 2024 / DAVID MCNEWიუსაკუ მაეძავა - პირველი კოსმოსური ტურისტი
იუსაკუ მაეძავა - პირველი კოსმოსური ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
იაპონელი მილიარდერი და ფლეიბოი ეგზოტიკურ მოგზაურობას 2023 წლისთვის გეგმავს, რისთვისაც უკვე დაწყებული აქვს სამზადისი

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა, რომელიც კომპანია SpaceX–ის პირველი კოსმოსური ტურისტი გახდება, რვა ადამიანს ეძებს მასთან ერთად მთვარეზე გასამგზავრებლად.

ამის შესახებ ვიდეომიმართვა მილიარდერმა საკუთარ Twitter–ზე გამოაქვეყნა.

​„ვაგროვებ გუნდს ამ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. მჭირდება რვა ადამიანი მთელი მსოფლიოდან. ამ მოგზაურობაში სულ 10–12 ადამიანი იქნება ჩართული, აქედან რვას მე ვიწვევ“, — ამბობს მაეძავა.

ბიზნესმენის თქმით, მისმა სავარაუდო თანამგზავრებმა, რომელთა ხარჯებს თავად აანაზღაურებს სრულად, ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ: უნდა იღწვოდნენ „სამყაროს გასაუმჯობესებლად“ და მზად იყვნენ გუნდური მუშაობისთვის. 

  • „მთვარემდე სამი დღის გზაა, კიდევ სამი დღე მის გარშემო შემოფრენასა და უკან დაბრუნებას სჭირდება. ბილეთები ნაყიდია. ხომალდი სრულად ჩვენ განკარგულებაშია. ეს შესანიშნავი მოგზაურობა იქნება!“ - აცხადებს მილიარდერი. 

იმის შესახებ, რომ იუსაკუ მაეძავა ილონ მასკის პროექტის ფარგლებში მთვარეზე გაფრენას აპირებდა, ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი. მან მაშინვე დაიწყო თანამგზავრების შერჩევა მთელ მსოფლიოში და კონკურსიც გამოაცხადა.

მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
ცხადდება შერჩევა მთვარეზე სამოგზაუროდ: თავი მოაწონეთ მაეძავას

„ჩემი ოცნება — ეს არის მშვიდობა მთელ მსოფლიოში. მე მოვძებნი და წავიყვან იმ ხალხს, რომლებსაც თავიანთი შემოქმედებით სამყაროს გაუმჯობესება სურთ. დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, რომ თავად მომწონდეს ამ ადამიანის შემოქმედება“, — განაცხადა მაშინ მილიარდერმა.

მაშინვე გახდა ცნობილი ისიც, რომ იუსაკუ მაეძავას მთვარეზე მოგზაურობა 2023 წელს შედგებოდა ილონ მასკის პროექტ
SpaceX-ის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემა BFR-ით (Big Falcon Rocket), რომლის აგებაც უკვე დაწყებული იყო და რომელიც შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სისტემად იქცეს.

იაპონელი მილიარდერი ცხოვრების თანამგზავრს ეძებს: ცხადდება კონკურსი მთვარეზე გასაფრენად>>

მოგვიანებით, უკვე 2020 წელს, მაეძავამ კიდევ ერთი კონკურსი დააანონსა: ის აპირებდა შეერჩია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მასთან ერთად გაფრინდებოდა მთვარეზე და შემდგომში მისი ცხოვრების თანამგზავრიც გახდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0