ილონ მასკი

ილონ მასკი ტეხასში ახალ ქალაქს აარსებს, სადაც ძაღლები ეყვარებათ

1837
(განახლებულია 15:17 03.03.2021)
ილონ მასკს კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს – მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი პლანეტა მარსის „დაპყრობას“ აპირებს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის დაარსებას გეგმავს, რის შესახებაც Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

​„ვაარსებ ქალაქს სახელწოდებით სტარბეისი“ (Starbase), ტეხასი“, — წერს მასკი.

მისი თქმით, ეს იქნება ქალაქი, სადაც ძაღლები ეყვარებათ, ხოლო მისი ლიდერი „დოჟის“ ტიტულს ატარებს.

ბიზნესმენის გეგმით, სტარბეისიდან უკვე მარსისკენ, იქიდან კი სხვა ვარსკვლავებისკენ იქნება შესაძლებელი კურსის აღება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის გეგმებში ასევე შედის მარსზე ქალაქის დაარსება. ​გამომგონებლის თქმით, დედამიწელების პირველი კოლონია იქ შუშის გუმბათების ქვეშ იცხოვრებს, ხოლო უკვე 2050 წლისთვის პლანეტაზე მილიონზე მეტი ადამიანი გადავა საცხოვრებლად.

მასკი მარსზე პირველი რაკეტა Starship-ის გაშვებას 2026 წლისთვის გეგმავს.

1837
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
ატომური ელექტროსადგური კაშივაძაკი-კარივა

იაპონიამ უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა

63
(განახლებულია 17:41 14.04.2021)
იაპონიის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემაში მარეგულირებელმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. იაპონიის ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტმა დროებით შეაჩერა ქვეყნის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურის „კაშივაძაკი–კარივას“ მუშაობა, იუწყება სააგენტო Associated Press.

​გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სადგურის უსაფრთხოების სისტემაში დარღვევები გამოავლინა.  

სადგურის მფლობელ ენერგეტიკულ კომპანია Tokyo Electric Power-ს (TEPCO), რომელიც ასევე უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა იაპონიაში, ოფიციალურად აეკრძალა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა.

ცნობილი ხდება, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა ანტიტერორისტული აღჭურვილობის გაუმართაობა და ბირთვული მასალების არასაკმარისი დაცვა სადგურის რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ 2018 წელს გამოავლინეს. მართალია, TEPCO-მ გამოასწორა უსაფრთხოების ფუნქციები, მაგრამ პრობლემები მაინც სერიოზულად და სისტემატურად ჩაითვალა. ამიტომ მარეგულირებელმა სადგურის თავიდან გაშვება შეუძლებლად მიიჩნია. 

როგორც ატომური ენერგეტიკის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ტოიოში ფუკეტა ამბობს, სადგურის დასჯის თაობაზე განცხადება ოფიციალურად მომდევნო კვირაში გაკეთდება.

აღინიშნება, რომ „კაშივაძაკი–კარივა“ ნაწილობრივ 2007 წლის მიწისძვრისას დაზიანდა. სადგურის 54 ბირთვული რეაქტორიდან ამ დროისათვის მხოლოდ ოთხი მუშაობდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ „კაშივაძაკი–კარივას“ ბირთვულ უსაფრთხოებას „წითელი“ რეიტინგი მიანიჭა, რაც პირველად მოხდა იაპონიის ატომური ენერგეტიკის ოპერატორის ისტორიაში.

სადგური მუშაობას, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ განაახლებს, თუ ყველა გამოვლენილ პრობლემას აღმოფხვრის.

63
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
საფრანგეთის დროშა საელჩოს მანქანაზე

პროვოკაციული გადაწყვეტილება: პარიზი თეირანისთვის კოორდინირებული პასუხის გაცემას მოითხოვს

23
(განახლებულია 17:12 14.04.2021)
საფრანგეთი მოუწოდებს ბირთვული გარიგების ხელმომწერ ქვეყნებს, კოორდინირებული პასუხი გასცენ ირანის სახიფათო გადაწყვეტილებას.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საფრანგეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან შეათანხმებს საპასუხო ნაბიჯებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს, იუწყება სააგენტო Reuters ელისეს სასახლეზე დაყრდნობით. 

საუბარია მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მონაწილე ქვეყნებზე, რომლებმაც 2015 წელს მოაწერეს ხელი ირანის ბირთვულ პროგრამას. ესენია: საკუთრივ საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ირანის გეგმები მეტად სერიოზულია და შექმნილი ვითარება ყველა ამ ქვეყნის კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

მანამდე თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი 60%-მდე გამდიდრებული ურანის მიღებას მომდევნო კვირაში გეგმავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაქჩიმ აღნიშნა, თეირანი ათასი ახალი ცენტრიფუგის დადგმას აპირებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დივერსია მოხდა.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება პროვოკაციულად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

23
თემები:
საერთაშორისო პანორამა (322)
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში