Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პანდემიის დასასრული: ჯანმო სავარაუდო თარიღს ასახელებს

© AP Photo / Armando FrancaCOVID-პანდემია
COVID-პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, თუ საჭირო გახდება, კორონავირუსის ახალ მუტაციებთან ბრძოლისთვის ვაქცინები თავიდან შეიქმნება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2022 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, მიაჩნია ჯანმოს ევროპული რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს ჰანს კლიუგეს.

„ყველაზე უარესი სცენარი უკან დარჩა. ახლა ვირუსზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე 2020 წელს ვიცოდით, როცა ვირუსმა გავრცელება დაიწყო“, — თქვა კლიუგემ დანიურ ტელეარხ DR-თან ინტერვიუში.

მისი აზრით, ვირუსი კვლავაც განაგრძობს გავრცელებას, თუმცა შეზღუდვების აუცილებლობა აღარ იქნება.

ჯანმოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ჯანმოს გაფრთხილება: კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება უსარგებლო გახდეს

ამასთან, ჯანმოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარია და რომ ზუსტი შედეგების განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია.  

გარდა ამისა, ჰანს კლიუგემ განმარტა, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენა ბუნებრივია, ვინაიდან ვირუსი ადამიანთან ადაპტაციას ცდილობს. ამასთან ჯანმო ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის ახალ ვარიანტებს და გამორიცხული არ არის, რომ მათთან ბრძოლის მიზნით ვაქცინები შეიცვალოს. უფრო მეტიც, თუ საჭირო გახდება, ნულიდანაც კი შეიქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0