აშშ-ისა და კანადის დროშები

ერთად ჩინეთის წინააღმდეგ: აშშ-ის და კანადის ლიდერები კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ

72
(განახლებულია 17:36 24.02.2021)
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-თან ურთიერთობების უპრეცედენტოდ გამწვავებაში შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. აშშ და კანადა კოორდინირებულად იმოქმედებენ ჩინეთის წინააღმდეგ, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ.

ბაიდენის თქმით, მან ტრიუდოსთან მსოფლიო გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომები განიხილა.

„ეს მოიცავს ჩვენი მიდგომების კოორდინირებას, რათა უკეთ გავუწიოთ კონკურენცია ჩინეთს და უკეთ დავიცვათ ჩვენი ფასეულობები“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერი ასევე შეთანხმდა ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის მოდერნიზაციის თაობაზე და არქტიკის საკითხებზე გაფართოებული ამერიკულ–კანადური დიალოგის დაწყებაზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯო ბაიდენმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა უცხოელმა პარტნიორებმა „ჩინეთი იძულებით უნდა გახადონ ანგარიშვალდებული მისი ეკონომიკური პრაქტიკისთვის“.

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთოებების გაუარესებაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

72
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
ევროკავშირის დროშა

შეთანხმება მიღწეულია: ევროკავშირი COVID-პასპორტებს ზაფხულში აამოქმედებს

36
(განახლებულია 10:37 15.04.2021)
კოვიდ-პასპორტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ ზაფხულისთვის ტურისტული COVID–პასპორტების შემოღების თაობაზე, დეტალებს კანონმდებლები მაისში განიხილავენ, იუწყება  Reuters–ი დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნული დოკუმენტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს.

როგორც აღინიშნება, ევროპარლამენტმა, რომელიც ასევე უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას, რათა ის ძალაში შევიდეს, თავისი პოზიცია აპრილის ბოლოსთვის უნდა შეათანხმოს.

როგორც მოსალოდნელია, კანონმდებლების, ქვეყნების წარმომადგენლებისა და ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მაისში დაიწყება.

ამასთან, როგორც Reuters–ი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დოკუმენტის გაცემისას ვალდებული იქნებიან, გაითვალისწინონ მხოლოდ  ევროკავშირის მიერ მოწონებული ვაქცინებით აცრა, თუმცა ზოგ ქვეყანას შეუძლია სერტიფიკატები რუსული „სპუტნიკ V–ითა“ თუ ჩინური Sinovac–ით აცრების შემთხვევაშიც გასცეს, რომლებიც მათ ტერიტორიებზეა დაშვებული.

36
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
ჯო ბაიდენი

რჩევების მიუხედავად: ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გადაწყვიტა

13
(განახლებულია 10:16 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთში „თალიბანის“ შესაძლოა მოძლიერების თაობაზე აფრთხილებდნენ, მან მაინც მიიღო იქიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყვანოს ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 11 სექტემბრისთვის, იუწყება СNN–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ბევრი წევრის რჩევის მიუხედავად მიიღო, რომლებიც მას ამ ნაბიჯთან დაკავშირებულ საფრთხეეებზე ამახვილებინებდნენ ყურადღებას.

როგორც არხს ყოფილმა და მოქმედმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს განსაკუთრებით აშფოთებდათ ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში ავღანეთიდან აშშ–ის ძალების სრული გამოყვანის შემთხვევაში და ასევე შტატების კონტრეტერორისტული მისიის ბედი.

გავრცელებული ინფორმაციით, პეზიდენტის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი კენეტ მაკენზი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები.

არხის ცნობით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე კონსულტაციები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში ბაიდენი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „თალიბანს შეუძლია ძალების აღდგენა“. ამასთან ირკვევა, რომ ამერიკის ლიდერს აღიზიანებდა ავღანეთში ჯარების ხანგრძლივად დატოვების წინადადება და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მან იქიდან ამერიკული ძალების გაყვანის პირობა დადო.

13
თემები:
საერთაშორისო პანორამა (325)
პასკის გარდაქმნა

როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი სააღდგომო პასკა ხელოვნების შედევრად - საოცარი ვიდეო

0
(განახლებულია 22:51 14.04.2021)
ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ახალი ინგრედიენტის გამოყენებაც დაიწყეს - იყენებენ თეთრ და შავ შოკოლადს, ქიშმიშს, სუკატს და ჩირს.

აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. პასკა, იგივე ტკბილი პურია, რომელსაც მრავალი საუკუნეა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აცხობენ.

უფრო კონკრეტულად კი მისი პირველად მომზადება ებრაულ დღესასწაულს პასექს უკავშირდებოდა. აღსანისნავია, რომ ებრაელები მას საფუარის გარეშე, ხოლო აღმოსავლეთ ქვეყნებში საფუარით ამზადებენ.

ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ახალი ინგრედიენტის გამოყენებაც დაიწყეს — იყენებენ თეთრ და შავ შოკოლადს, ქიშმიშს, სუკატს და ჩირს.

პასკების მრავალფეროვანი არჩევანია გლოვოზეც, სადაც არაერთი ობიექტის, უგემრიელესი პასკა ახლავე შეგიძლია გამოიძახო.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები