ვაქცინა საბერძნეთში

საბერძნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად სერიოზულ გართულებებზე საუბრობენ

255
საბერძნეთში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო, მედიკოსებმა კომპანიების - Pfizer, Moderna და AstraZeneca - პრეპარატებით 730 ათასი აცრა ჩაატარეს

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საბერძნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ მედიკოსებმა სერიოზული გვერდითი ეფექტის გამოვლენის ხუთი შემთხვევა დააფიქსირეს, წერს РИА Новости.

„იყო სერიოზული გვერდითი ეფექტის ხუთი შემთხვევა, რომელიც ანაფილაქსიურ რეაქციას უკავშირდება. ისინი ეფექტურად განიკურნა. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დოკუმენტაცია ვაქცინაციასთან მისი კავშირის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს“, - განაცხადა ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, პედიატრიის დამსახურებულმა პროფესორმა მარია თეოდორიდუმ ბრიფინგზე.

საბერძნეთში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო, მედიკოსებმა კომპანიების - Pfizer, Moderna და AstraZeneca - პრეპარატებით 730 ათასი აცრა ჩაატარეს. თეოდორიდუს თქმით, საბერძნეთში მიღებული შედეგები „მსოფლიო მასშტაბით არსებულ სამეცნიერო მონაცემებს მთლიანად შეესაბამება“.

რუსული ვაქცინის შემქმნელები უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან >>

ამასთან, ქვეყნის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების სამსახურის გენერალურმა მდივანმა მარიოს ფემისტოკლეუსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთში ვაქცინაციით დაფარვის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად ევროკავშირში.

„ბოლო დროს ექიმთან ვაქცინაციაზე ჩასაწერად მსურველთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ დროისათვის ჩაწერილი არიან 1,42 მილიონ ინიექციაზე: 600 ათასი პირველი დოზისთვის და 820 ათასი მეორე დოზის გასაკეთებლად“, - განაცხადა ფემისტოკლეუსმა.

მარტისთვის აცრაზე 720 ათასი ადამიანია ჩაწერილი, ამტკიცებს ფემისტოკლეუსი. სულ მალე ვაქცინაციის ცენტრები მიიღებენ Pfizer-ისგან 112 ათას დოზას, მანამდე 24 ათასი დოზა მიიღეს Moderna-სგან და 90 ათასი დოზა - AstraZeneca-სგან.

თებერვლის დასაწყისში წამლების ბაზრის შვეიცარიული რეგულატორი Swissmedic იუწყებოდა გვერდითი რეაქციის 63 შემთხვევის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსის SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდება, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურ ოფისში განაცხადეს, რომ არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით პრეპარატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არ მიუთითებს.

ნიდერლანდებში ვაქცინაციის შემდეგ სულ მცირე 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა, 25 ადამიანში ვაქცინაციამ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია.

255
ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზის აპატიმრებენ: სასამართლომ ექს-პრეზიდენტს რეალური ვადა შეუფარდა

33
(განახლებულია 17:35 01.03.2021)
როგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — ეს მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში უფლებამოსილებები შეუკვეცა მათ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორიფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იუწყება BFM TV.

გავრცელებული ინფორმაციით, აქედან ერთი წელი რეალურია, ხოლო ორი — პირობითი.

გარდა ამისა, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედებოდა ის ფაქტიც, რომ ის უკანონოდ ცდილობდა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლისგან ინფორმაციის მიღებას კომპანია L’Oreal–ის დამფუძნებლის, ლილიან ბეტანკური მიერ მისი საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალური დაფინანსების შესახებ.

სარკოზი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2012 წელს დატოვა, მანამდე უკვე იყო ეჭვმიტანილი კორუფციაში. საფრანგეთში ამ დროისათვის კვლავ მიმდინარეობს გამოძიება 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მიერ.

როგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — ეს მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში უფლებამოსილებები შეუკვეცა მათ.

33
თემები:
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული

მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

40
(განახლებულია 16:06 01.03.2021)
მასშტაბურმა ანალიზმა, რა დროსაც 2 000 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ამაზე მეტი დოზა არანაირ დამატებით სარგებელს არ იძლევა ჯანმრთელობისთვის

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლეთა კვლევაც ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია Circulation–ის ჟურნალშია გამოქვეყნებული.

როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გაანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.

„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.

40
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

0
ტოჩინოშინისთვის მარტის სუპერტურნირი მის კარიერაში რიგით 90-ე ბაშო იქნება. ბაშო ტოკიოში გაიმართება და მას მაყურებელიც დაესწრება.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.

მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.

0