დონალდ და მელანია ტრამპები

ნიუ-იორკის სასამართლომ უარი თქვა ტრამპის წინააღმდეგ პორნომსახიობის სარჩელის განხილვაზე

53
(განახლებულია 15:27 23.02.2021)
პორნომსახიობი შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ის სიცრუეში დაადანაშაულა, ცილისწამებაში სდებდა ბრალს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ უარი თქვა ყოფილი მოდელისა და პორნომსახიობის სტორმი დენიელსის სარჩელის განხილვაზე ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, იუწყება New York Post.

​სტორმი დენიელსი, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა, როდესაც გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის კანდიდატურის წამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მსახიობს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა პრეზიდენტთან კავშირის შესახებ ცნობები არ გაევრცელებინა. თეთრმა სახლმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

მოგვიანებით, როდესაც დენიელსმა მედიასაშუალებებს აცნობა, რომ უცნობი მამაკაცი მას და მის შვილს ტრამპთან კავშირის შესახებ ინფორმაციის გახმაურებით ემუქრებოდა, პრეზიდენტმა ის სიცრუეში დაადანაშაულა. ამაზე პასუხად მსახიობმა სასამართლოს მიმართა საჩივრით, რომ დონალდ ტრამპი ცილს სწამებდა მას, მაგრამ ნიუ-იორკის სასამართლომ უარი თქვა სარჩელის განხილვაზე.

ამასთან, სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზით არ განიხილა საქმე.

53
თემები:
საერთაშორისო პანორამა (168)
ანკარა

თურქეთში ტურისტებისთვის შეზღუდვები გაახანგრძლივეს

36
ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად უნდა გაკეთდეს რეისამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს ტესტის გაკეთება კვლავ არ მოეთხოვებათ

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვლავ გაახანგრძლივოს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულმა მოგზაურებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი ტესტი COVID-19-ზე. იუწყება ტურისტული ოპერატორების ასოციაცია.

ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ დირექტივაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებული არიან, თურქეთში მიმავალ თვითმფრინავში დაუშვან მხოლოდ ის ტურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტს წარუდგენენ.

წესები 26 მაისამდე იმოქმედებს.

აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ანალიზი უნდა გაკეთდეს არაუადრეს 72 საათისა რეისის აფრენამდე. ამასთან, ექვს წლამდე ბავშვებისთვის ტესტი კვლავაც არ არის საჭირო. ტესტის წარმოდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ ასევე სატრანზიტო მგზავრებს, რომლებიც მესამე სახელმწიფოებში მიემგზავრებიან.

36
ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზის აპატიმრებენ: სასამართლომ ექს-პრეზიდენტს რეალური ვადა შეუფარდა

49
(განახლებულია 21:22 01.03.2021)
როგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში მათ უფლებამოსილებები შეუკვეცა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იუწყება BFM TV.

გავრცელებული ინფორმაციით, აქედან ერთი წელი რეალურია, ხოლო ორი — პირობითი.

გარდა ამისა, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედებოდა ის ფაქტიც, რომ ის უკანონოდ ცდილობდა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლისგან ინფორმაციის მიღებას კომპანია L’Oreal-ის დამფუძნებლის ლილიან ბეტანკურის მიერ მისი საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალური დაფინანსების შესახებ.

სარკოზი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2012 წელს დატოვა, მანამდე უკვე იყო ეჭვმიტანილი კორუფციაში. საფრანგეთში ამ დროისათვის კვლავ მიმდინარეობს გამოძიება 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მიერ.

როგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში მათ უფლებამოსილებები შეუკვეცა.

49
თემები:
სასარგებლო რჩევები
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. 

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0