თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, გაქრობის პირზე მყოფი შავფეხება ქრცვინის კლონირება შეძლეს, იუწყება აშშ–ის თევზის რესურსებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახური.
როგორც ირკვევა, ქრცვინი სახელად ელიზაბეტ ენი გასული წლის დეკემბერში დაიბადა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა.
Additional footage of the lovely Elizabeth Anne. 🙂 pic.twitter.com/fz7HnwyI1F
— US Fish and Wildlife (@USFWSMtnPrairie) February 18, 2021
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ კლონირებისთვის გამოიყენეს ქრცვინის გაყინული გენები, რომელიც 30 წლის წინ მოკვდა. ექსპერიმენტის შედეგად ორი კლონი დაიბადა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი.
ბუნების დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია Revive & Restore–ში იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი მომავალში შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული ბუნების დაცვისა და სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების კუთხით.
სხვა სახეობებს, რომლებიც ასევე საჭიროებს კლონირებას, მეცნიერები მიაკუთვნებენ მონღოლურ ველურ ცხენსა და გადაშენებულ მოხეტიალე მტრედს.
რაც შეეხება შავფეხა ქრცვინებს, ისინი 1967 წლიდანაა შესული გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჩამონათვალში მათი ძირითადი საკვების — მდელოს ძაღლთაგვების რაოდენობის შემცირების გამო, რომლებსაც ფერმერები ხოცავდნენ.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დანიასა და კანადას შორის ომი კუნძულ ჰანსისთვის, რომელიც 1984 წელს დაიწყო და ისტორიაში „ინტელიგენტური ომის“ სახელით შევიდა, კვლავაც გრძელდება.
ეს სულ რაღაც 1.3 კვ/კმ ფართობის დაუსახლებელი კუნძული კენედის სრუტეში მდებარეობს და უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მისთვის კანადა და დანია განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს — ებრძვიან დაუზარებლად და პერმანენტულად. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონიათ.
მაგრამ ისე ინტელიგენტურად აწარმოებენ ომს, რომ…
ორიოდე თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობს. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიან, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიან და საკუთარს აღმართავენ. მერე მზრუნველი „მტრების“ მიერ სპეციალურად დატოვებულ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლს ბოლომდე მიირთმევენ, ხოლო ცარიელი ბოთლების ადგილზე თავიანთ მიტანილ სასმელს ტოვებენ და მიდიან.
გადის ორიოდე თვე და ახლა უკვე მეორე „მტრული“ სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი უშვებს ღუზას კუნძულის ნაპირებთან, რომლის ეკიპაჟიც ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ზემოთ აღწერილ პროცედურას.
დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებს, ხოლო კანადისა — ვისკის.
კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო, რომლებიც მარსმავალი Perseverance-ის კამერებმა პლანეტაზე დაჯდომისას გადაიღო. ასევე გამოჩნდა მისი მიკროფონის პირველი ჩანაწერები. ეს ბოლო დროის მთავარი კოსმოსური სენსაციაა.
მარსმავალი Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა წითელი პლანეტის ზედაპირზე. ამ პროცესს ერთდროულად რამდენიმე კამერა იღებდა.
Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა მარსზე
დაჯდომიდან სამ წუთში მან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა
მარსმავალმა ფერადი სურათებიც გადაიღო, თუმცა დიდი ფაილების გადმოგზავნას რამდენიმე დღე დაჭირდა
ერთ-ერთი სურათი აპარატმა დაჯდომის წინ ჰაერიდან გადაიღო
მეორე ფოტოზე კი მარსის პეიზაჟი მოჩანს
Perseverance - მეხუთე როვერია, რომელიც ნასამ წითელ პლანეტაზე გაუშვა
მარსმავალმა უნდა მოიპოვოს გრუნტის ნიმუშები და 2031 წელს დედამიწაზე დაბრუნდეს
დაახლოებით 2 თვის შემდეგ Perseverance იპოვის სწორ ზედაპირს, რათა გამოუშვას პატარა დრონი Ingenuity. ის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მარსზე პირველი ნიმუშების აღებას
პლანეტა საკმაოდ იდუმალებით მოცულია
Perseverance Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტო
ასე გამოიყურება მარსის ზედაპირი მარსმავალის ქვეშ
Perseverance-ს წყალობით NASA-ში იმედოვნებენ, რომ პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან საკითხვა - არის თუ არა სიცოცხლე მარსზე
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.
„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:
რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.