ნიგერიის აეროპორტთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

© REUTERS / AFOLABI SOTUNDEნიგერიის აეროპორტთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ნიგერიის აეროპორტთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მის ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„ვადასტურებთ, რომ ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Beechcraft KingAir B350i, რომელიც რეისს მინას მიმართულებით ახორციელებდა, ფრენის დროს ძრავის გაჩერების შედეგად ავიაკატასტროფა განიცადა. გადაუდებელი რეაგირების სამსახურები ადგილზე იმყოფებიან. სამწუხაროდ, ბორტზე მყოფი შვიდივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა საჰაერო ინციდენტის გამოძიების სასწრაფო გამოძიების ბრძანება გასცა.

ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა. საჰაერო ხომალდი ავარიული დაშვების შემდეგ მაშინვე აალდა.

ყველა ახალი ამბავი
0