Вид из окна самолета

აშშ-ში თვითმფრინავის ნაწილები საცხოვრებელ უბანში ჩამოცვივდა - ვიდეო

92
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები ბორტზე და რა ზარალი მიადგა ქალაქს თვითმფრინავის ნაწილების ჩამოცვენის შედეგად

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. კოლორადოს შტატში (აშშ) სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 777 ძრავის ნაწილები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჩამოცვივდა.

ტელეარხი Fox News იუწყება, რომ ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავი ასრულებდა რეისს დენვერიდან ჰონოლულუს მიმართულებით. გაფრენიდან ცოტა ხანში ბორტი გაუმართაობის გამო უკან დაბრუნდა და დაეშვა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ლაინერის ერთ-ერთ ძრავაში ცეცხლი გაჩნდა და ის ნაწილობრივ დაიშალა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

ქალაქ ბრუმფილდის პოლიციამ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი არ ახლონ ეზოებში ჩამოყრილ თვითმფრინავის ნაწილებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ხელისუფლებას.

92
ვაქცინა

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო

48
(განახლებულია 21:52 06.03.2021)
რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენთონი ფაუჩიმ ბერძნულ ტელეარხ Skai-სთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ შეაქო, იუწყება РИА Новости.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველს დაუსვა კითხვა, აიცრებოდა თუ არა ის რუსული „სპუტნიკით“ ან ჩინური ვაქცინით.

„მონაცემები, რომლებიც მე ვიცი „სპუტნიკის“ შესახებ, საკმაოდ კარგია. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ჩინური ვაქცინის შესახებ, რადგან მათ აქვთ ორი თუ სამი სხვადასხვა ვაქცინა. ასე რომ არ მიდევნებია თვალი მათი ეფექტურობისთვის, მაგრამ რუსული პრეპარატის მონაცემები საკმაოდ კარგად გამოიყურება“, - უპასუხა ფაუჩიმ, რომელსაც არხი აშშ-ის წამყვან მეცნიერს უწოდებს.

ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ საუბრები ვაქცინების შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ნაკლებად აღელვებს.

„ჩემი შეშფოთება მინიმალურია. ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ აშშ-ში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა მათი ეფექტურობა 94-95%-მდე და მინიმალური რეაქტიულობა. პირველი დოზის შემდეგ ჩნდება გარკვეული ტკივილი მკლავში, რომელიც დაახლოებით 24 საათს გრძელდება. მეორე დოზაში რეაქტიულობა უფრო მაღალია. Pfizer-ის შემთხვევაში ის ჩნდება 21 დღის შემდეგ, Moderna-ს - 28 დღის შემდეგ. მეორე დოზის შემდეგ ვლინდება დაღლილობის, ტკივილის, შემცივნების სიმპტომი და შესაძლოა მცირე ცხელება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, ადამიანთა უმრავლესობაში აღნიშნული სიმპტომები 24 საათს გრძელდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ცოტა მეტხანს გაუგრძელდეს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

48

როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო, დედამიწა რომ ბრტყელი ყოფილიყო? - შემეცნებითი ვიდეო

39
(განახლებულია 14:07 06.03.2021)
ინტერნეტ-სივრცეში ხშირად წააწყდებით დედამიწის სიბტყელის შესახებ ხუმრობებსა თუ სერიოზული თეორიებს, რომლებსაც დღეისათვის უამრავი მიმდევარი ჰყავს

Flatearther-ებს (ბრტყელი დედამიწის თეორიის მხარდამჭერები) ნამდვილად მდიდარი ფანტაზია აქვთ, მათი აზრით ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სამყაროს რეალობას უმალავს.

ისინი რომ მართლები ყოფილიყვნენ, ხეები დიაგონალურად გაიზრდებოდა, მზის დაბნელება კი განსხვავებული სანახაობა იქნებოდა. ასევე, მათი თქმით, მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო და არა პირიქით. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.

ვიდეოში იხილავთ, როგორი იქნებოდა სამყარო, თუ კი დედამიწა მართლად ბრტყელი იქნებოდა.

39
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან კომპრომისს ელოდება

0
(განახლებულია 09:34 07.03.2021)
ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად ექვსპუნქტიან მოთხოვნათა პაკეტზე მოლაპარაკებების სტადიაში იმყოფებიან. მარტის შუა რიცხვებამდე მათ მინიმალურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. მმართველი პარტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციისგან კომპრომისს ელოდება, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძალაუფლების მესამედ შენარჩუნება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მათ შედეგებს არ აღიარებს, რამაც ქვეყანა მიიყვანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მარტის შუა რიცხვებისთვის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მინიმალურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციაც კი, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის წინადადება პრაგმატული იქნება.

ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად იმყოფებიან მოლაპარაკებების სტადიაში. მოლაპარაკების საგანს ექვსი პუნქტი წარმოადგენს. მათ შორისაა ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, პოტენციური ვადამდელი არჩევნები, მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

0