დაიწყო „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის კვლევები

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა "Спутник V"
ვაქცინა Спутник V  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
„სპუტნიკV"-ს გუნდმა AstraZeneca-ს და ვაქცინების სხვა შემქმნელებს მათი ვაქცინის და „სპუტნიკV"-ს კომბინაციის გამოყენება შესთავაზა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის - რუსული „სპუტნიკV"-ს და ბრიტანული AstraZeneca-ს - კომბინაციის კვლევები, იუწყება РИА Новости.

რუსული ვაქცინის შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი ინიექციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი მის მეორე ინიექციას არაეფექტურს ხდის (55%-იანი ეფექტურობა), თუ არა და ინიექციებს შორის სამთვიანი ინტერვალია საჭირო.

ვაქცინა „სპუტნიკV" ამ პრობლემას ორი სხვადასხვა ინიექციის გამოყენების გზით აღმოფხვრის. „სპუტნიკV"-ს კომპონენტის, როგორც AstraZeneca-ს ვაქცინაციისას მეორე ინიექციის, გამოყენების შედეგად სამთვიანი შუალედი საჭირო აღარ იქნება. ასეთი მიდგომის კლინიკური ცდები უკვე დაწყებულია“, - ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-აკაუნტში.
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
რუსეთმა COVID-19-ის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირა

„სპუტნიკV"-ს გუნდმა AstraZeneca-ს და ვაქცინების სხვა შემქმნელებს, რომელთა მიერ წარმოებული პრეპარატების ეფექტურობა 90%-ზე დაბალია, მათი ვაქცინის და „სპუტნიკV"-ს კომბინაციის გამოყენება შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდი იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის კვლევების ჩატარების ნებართვა გასცა და ეს კვლევები თებერვლის ბოლომდე დაიწყება. კვლევების პროგრამა რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ექვსი თვე გაგრძელდება.

გამალეის ცენტრმა, AstraZeneca-მ, პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდმა და კომპანიამ Р-Фарм 21 დეკემბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას კლინიკური კვლევის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში, „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს თითო კომპონენტის კომბინირებული გამოყენების შესაფასებლად. ეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი კვლევაა მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0