აშშ სხვებისთვის საკუთარი ვაქცინების განაწილებას ჯერ არ აპირებს: ანონიმური წყარო

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიВакцинация против гриппа
Вакцинация против гриппа - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
შეერთებული შტატები აპირებს დიდი ძალისხმევა მოახმაროს ჯანმოსთან ერთობლივ საერთაშორისო მექანიზმს – COVAX–პლატფორმას.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აშშ არ აპირებს უწილადოს თავისი კოვიდ–ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს, იუწყება გაზეთი Financial Times პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გაეროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოდან ირანის საწინააღმდეგო მოთხოვნა გაიწვია

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფას გეგმავს ვაქცინების საჭირო რაოდენობით. 

„ჩვენ ახლა ამერიკელების ვაქცინაციაზე ვართ კონცენტრირებული, მათ აცრაზე“, — განუცხადა გამოცემას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სხვა წყაროს თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, აშშ ვაქცინებს მხოლოდ მას შემდეგ გაუნაწილებს სხვა ქვეყნებს, რაც შტატების შიდა მოთხოვნილება დაკმაყოფილდება.

ამასთან, აშშ-ში განზრახული აქვთ, მაქსიმალური ძალისხმევა მოახმარონ ჯანმოსთან ერთობლივ საერთაშორისო მექანიზმს – COVAX–პლატფორმას, რომელიც ღარიბი (ე.წ. ფინანსირებადი) ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას მოიაზრებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლის, მათ შორის, ვაქცინებზე წვდომის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0