ვატიკანი

ვინც აცრაზე უარს იტყვის, სამსახურს დაკარგავს: ვატიკანი სასჯელს აწესებს

117
(განახლებულია 16:30 19.02.2021)
ვატიკანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო და რომის პაპი ფრანცისკე ერთ-ერთი პირველი აიცრა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ვატიკანის თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ, თუ საპატიო მიზეზის გარეშე იტყვიან უარს კორონავირუსზე ვაქცინაციაზე, იუწყება სააგენტო Reuters.

კარდინალ ჯუზეპე ბერტელოს განკარგულებაში ნათქვამია, რომ ვაქცინაცია არის პასუხისმგებლიანი არჩევანი“, რათა სხვა ადამიანებს ზიანი არ მიადგეს.  

შვიდგვერდიან დოკუმენტში განმარტებულია, რომ ის პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ კორონავირუსზე აცრას, შესაძლოა სხვა თანამდებობაზე გადაიყვანონ, სადაც ნაკლები რაოდენობის ადამიანებთან ექნებათ კონტაქტი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება დაქვეითების ტოლფასი იქნება, მათ ხელფასის რაოდენობა შეუნარჩუნდებათ.

რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით უარის მთქმელებს, მათზე გავრცელდება 2011 წლის კანონის ის ნორმა, რომელიც თანამშრომლების უფლება–მოვალეობებს შეეხება. ერთ-ერთი მუხლის თანახმად, იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც „პრევენციულ ზომებზე“ უარს იტყვიან, სხვადასხვა სახის სასჯელი შეიძლება დაწესდეს, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც 84 წლისაა, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსზე აიცრა.

117
თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)
სამხედრო-საზღვაო ძალები

დანია-კანადის „დაუნდობელი“ ომი არ წყდება: ვიდეორეპორტაჟი ადგილიდან

39
(განახლებულია 17:38 26.02.2021)
ამ უცნაური ომის პირობების თანახმად, დანიის დესანტი სადავო კუნძულზე შნაპსს უტოვებს მტერს, ხოლო კანადისა — ვისკის

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დანიასა და კანადას შორის ომი კუნძულ ჰანსისთვის, რომელიც 1984 წელს დაიწყო და ისტორიაში „ინტელიგენტური ომის“ სახელით შევიდა, კვლავაც გრძელდება.

ეს სულ რაღაც 1.3 კვ/კმ ფართობის დაუსახლებელი კუნძული კენედის სრუტეში მდებარეობს და უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მისთვის კანადა და დანია განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს — ებრძვიან დაუზარებლად და პერმანენტულად. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონიათ.

მაგრამ ისე ინტელიგენტურად აწარმოებენ ომს, რომ…

ორიოდე თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობს. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიან, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიან და საკუთარს აღმართავენ. მერე მზრუნველი „მტრების“ მიერ სპეციალურად დატოვებულ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლს ბოლომდე მიირთმევენ, ხოლო ცარიელი ბოთლების ადგილზე თავიანთ მიტანილ სასმელს ტოვებენ და მიდიან.

გადის ორიოდე თვე და ახლა უკვე მეორე „მტრული“ სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი უშვებს ღუზას კუნძულის ნაპირებთან, რომლის ეკიპაჟიც ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ზემოთ აღწერილ პროცედურას.

დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებს, ხოლო კანადისა — ვისკის.

39
თემები:
საერთაშორისო პანორამა (163)

NASA-ს მარსმავალმა წითელი პლანეტის სურათები გადაიღო ფოტო

40
(განახლებულია 17:44 26.02.2021)
  • Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა მარსზე
  • დაჯდომიდან სამ წუთში მან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა
  • მარსმავალმა ფერადი სურათებიც გადაიღო, თუმცა დიდი ფაილების გადმოგზავნას რამდენიმე დღე დაჭირდა
  • ერთ-ერთი სურათი აპარატმა დაჯდომის წინ ჰაერიდან გადაიღო
  • მეორე ფოტოზე კი მარსის პეიზაჟი მოჩანს
  • Perseverance - მეხუთე როვერია, რომელიც ნასამ წითელ პლანეტაზე გაუშვა
  • მარსმავალმა უნდა მოიპოვოს გრუნტის ნიმუშები და 2031 წელს დედამიწაზე დაბრუნდეს
  • დაახლოებით 2 თვის შემდეგ Perseverance იპოვის სწორ ზედაპირს, რათა გამოუშვას პატარა დრონი Ingenuity. ის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მარსზე პირველი ნიმუშების აღებას
  • პლანეტა საკმაოდ იდუმალებით მოცულია
  • Perseverance Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტო
  • ასე გამოიყურება მარსის ზედაპირი მარსმავალის ქვეშ
  • Perseverance-ს წყალობით NASA-ში იმედოვნებენ, რომ პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან საკითხვა - არის თუ არა სიცოცხლე მარსზე
NASA-ს მეხუთე მარსმავალმა წარმატებით ჩაწერა და პირველად გამოგზავნა დედამიწაზე არა მხოლოდ ხმები მარსის ზედაპირიდან, არამედ წითელი პლანეტის უნიკალური და შთამბეჭდავი ფოტოებიც.

კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო, რომლებიც მარსმავალი Perseverance-ის კამერებმა პლანეტაზე დაჯდომისას გადაიღო. ასევე გამოჩნდა მისი მიკროფონის პირველი ჩანაწერები. ეს ბოლო დროის მთავარი კოსმოსური სენსაციაა. 

მარსმავალი Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა წითელი პლანეტის ზედაპირზე. ამ პროცესს ერთდროულად რამდენიმე კამერა იღებდა.

40
  • Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა მარსზე
    © REUTERS / NASA / JPL-Caltech

    Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა მარსზე

  • დაჯდომიდან სამ წუთში მან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა
    © REUTERS / NASA / JPL-Caltech

    დაჯდომიდან სამ წუთში მან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა

  • მარსმავალმა ფერადი სურათებიც გადაიღო, თუმცა დიდი ფაილების გადმოგზავნას რამდენიმე დღე დაჭირდა
    © REUTERS / NASA / JPL-Caltech

    მარსმავალმა ფერადი სურათებიც გადაიღო, თუმცა დიდი ფაილების გადმოგზავნას რამდენიმე დღე დაჭირდა

  • ერთ-ერთი სურათი აპარატმა დაჯდომის წინ ჰაერიდან გადაიღო

    ერთ-ერთი სურათი აპარატმა დაჯდომის წინ ჰაერიდან გადაიღო

  • მეორე ფოტოზე კი მარსის პეიზაჟი მოჩანს
    © REUTERS / NASA/JPL-Caltech

    მეორე ფოტოზე კი მარსის პეიზაჟი მოჩანს

  • Perseverance - მეხუთე როვერია, რომელიც ნასამ წითელ პლანეტაზე გაუშვა
    © REUTERS / NASA / JPL-Caltech

    Perseverance - მეხუთე როვერია, რომელიც ნასამ წითელ პლანეტაზე გაუშვა

  • მარსმავალმა უნდა მოიპოვოს გრუნტის ნიმუშები და 2031 წელს დედამიწაზე დაბრუნდეს
    © REUTERS / NASA/JPL-Caltech

    მარსმავალმა უნდა მოიპოვოს გრუნტის ნიმუშები და 2031 წელს დედამიწაზე დაბრუნდეს

  • დაახლოებით 2 თვის შემდეგ Perseverance იპოვის სწორ ზედაპირს, რათა გამოუშვას პატარა დრონი Ingenuity. ის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მარსზე პირველი ნიმუშების აღებას

    დაახლოებით 2 თვის შემდეგ Perseverance იპოვის სწორ ზედაპირს, რათა გამოუშვას პატარა დრონი Ingenuity. ის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მარსზე პირველი ნიმუშების აღებას

  • პლანეტა საკმაოდ იდუმალებით მოცულია
    © REUTERS / NASA/JPL-Caltech

    პლანეტა საკმაოდ იდუმალებით მოცულია

  • Perseverance Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტო

    Perseverance Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტო

  • ასე გამოიყურება მარსის ზედაპირი მარსმავალის ქვეშ
    © REUTERS / NASA/JPL-Caltech

    ასე გამოიყურება მარსის ზედაპირი მარსმავალის ქვეშ

  • Perseverance-ს წყალობით NASA-ში იმედოვნებენ, რომ პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან საკითხვა - არის თუ არა სიცოცხლე მარსზე
    © REUTERS / NASA / JPL-Caltech

    Perseverance-ს წყალობით NASA-ში იმედოვნებენ, რომ პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან საკითხვა - არის თუ არა სიცოცხლე მარსზე

კომპანია GWP

მოსახლეობის საყურადღებოდ! თბილისის ხუთ რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

0
(განახლებულია 19:27 26.02.2021)
წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.

კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.

 

 

0