კვლავ გაწევრიანების პერსპექტივა: ბრიტანელების უმეტესობა უკმაყოფილოა Brexit-ის შედეგებით

© photo: Sputnik / Justin Griffiths-Williams / გადასვლა მედიაბანკშიბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა
ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
გამოკითხულთა მესამედს მიაჩნია, რომ ბრიტანეთს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასში კვლავ გაწევრიანების პერსპექტივით

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 25%-ზე ნაკლებია კმაყოფილი, იუწყება CNN–ი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ევროკავშირი ლონდონს Brexit-ის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვა დამოუკიდებელმა ანალიტიკურმა ცენტრმა British Foreign Policy Group–მა ჩაატარა, რათა ბრიტანელების დამოკიდებულება გაერკვია ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის მიმართ.

როგორც გაირკვა, მოსახლეობის აზრი ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების თაობაზე მკვეთრად განსხვავებულია:

  • ბრიტანელების 27%-ს მიაჩნია, რომ ურთიერთობები უნდა იყოს უფრო მჭიდრო — ევროკავშირში კვლავ გაწევრიანების პერსპექტივით;
  • 22% ფიქრობს, რომ ურთიერთობები უნდა იყოს მჭიდრო, თუმცა ევროკავშირში დაბრუნების პერსპექტივის გარეშე;
  • 12% დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ევროკავშირისგან დისტანცირება;
  • 24%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება — ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა უახლოეს პერსპექტივაში;
  • ხოლო რესპონდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ პასუხი არ აქვს აღნიშნულ კითხვაზე.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ იმ გამოკითხულთა უმეტესობა, რომლებიც „ბრექსითს“ უჭერდნენ მხარს, ევროკავშირს უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევენ, ვიდრე აშშ–ს.

Brexit - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
Brexit-ით უკმაყოფილო: ბრიტანეთის პრემიერის მამა საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან გაირკვა ისიც, რომ ბრიტანელთა 49% არ ენდობა ქვეყნის მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2020 წლის 31 დეკემბერს დაასრულეს Brexit–ის შემდგომი გარდამავალი პერიოდი და გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მხარეთა შორის მიღწეულია ახალი სავაჭრო შეთანხმება, რომელშიც შემდგომი თანამშრომლობის პირობებია გაწერილი.

ყველა ახალი ამბავი
0