„კაცობრიობა სინთეტიკურ ხორცზე უნდა გადავიდეს“: ბილ გეიტსი გადარჩენის გზას ასახელებს

© AFP 2024 / MICHAEL COHENბილ გეითსი
ბილ გეითსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
მილიარდერსა და ფილანტროპს მიაჩნია, რომ მეცხოველეობის დარგი ხელს უწყობს ატმოსფეროში დიდი რაოდენიბით მეთანის გაფრქვევას

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. არსებობს კაცობრიობის კლიმატური კატასტროფისგან გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც ყველა მდიდარმა ქვეყანამ უნდა მიმართოს, განაცხადა კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Technology Review–სთან ინტერვიუში.

ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ბილ გეიტსი: კაცობრიობას პანდემიის შემდეგ ორი უფრო დიდი საფრთხე ემუქრება
„მიმაჩნია, რომ ყველა მდიდარი ქვეყანა უნდა გადავიდეს ასი პროცენტით სინთეტიკურ ხორცზე. მოგვიანებით ყველა შეეგუება ახალ გემოვნურ შეგრძნებებს, რომლებსაც მწარმოებლები თანდათან გააუმჯობესებენ“, — ამბობს გეიტსი.

მილიარდელს მიაჩნია, რომ მცენარეულ ცილებზე გადასვლის შედეგად, შემცირდება მეცხოველეობის დარგის მიერ მეთანის გამოტორცნა ატმოსფეროში.

მანამდე ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ კაცობრიობისთვის ყველაზე რთული ამოცანა — ეს კლიმატური ნეიტრალურობის მიღწევაა. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა, რომ კაცობრიობამ შეამციროს სათბური გაზების გამოფრქვევა, რაც ძირითადად ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის წვას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0