„COVID-19 ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია“ – ჩეხი კარდინალის სკანდალური ქადაგება

© AP Photo / Antonio Calanniკორონავირუსის პანდემია მსოფლიოში
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ჩეხი კარდინალის დომინიკ დუკას ქადაგების ნაწილმა, სადაც ის კორონავირუსის წარმოშობას შეეხო, სკანდალი გამოიწვია.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. პრაღის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა დომინიკ დუკამ ქადაგებისას კორონავირუსს „ჩინეთის ბიოლოგიური იარაღი“ უწოდა, იუწყება ტელეარხი CNN Prima News.

SARS-CoV-2 მიკროსკოპში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ჯერ ისევ არ ვიცით: ჩინეთმა COVID-19-ის პირველწყარო ცხოველი ვერ დაადგინა
„ახლა, ამ ვითარებაში, ეს ყველაზე საშინელი ჩინური ვირუსია, ბიოლოგიური იარაღის გაჟონვა. ამაში მსოფლიოში ყველა სამხედრო სპეციალისტია დარწმუნებული, მაგრამ ან ეშინიათ ამის თქმა, ან ვერ ბედავენ“, — განაცხადა კარდინალმა პრაღის წმინდა ვიტას ტაძარში ქადაგებისას.

არქიეპისკოპოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოავლინა ზოგმა ჩეხმა წამყვანმა სამედიცინო ექსპერტმა. კერძოდ, ცნობილმა იმუნოლოგმა ვაცლავ გორეიშიმ განაცხადა:

„ის, რაც მოვისმინე, უბრალოდ სკანდალურია. ბატონი კარდინალი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ხდება. მეც კათოლიკე ვარ... და ჩემთვის უხერხულია, რომ ჩვენს ეკლესიას ასეთი ადამიანი მეთაურობს“.

მეცნიერის თქმით, ადამიანები, რომლებიც ვირუსს ხელოვნურად შექმნილს უწოდებენ, ამას მხოლოდ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოსაზრებებით ამბობენ.

ყველა ახალი ამბავი
0