ეკონომისტი ნიგერიდან, ნგოზი ოკონჯო-ივეალა

პირველად ისტორიაში: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას ნიგერიელი ქალბატონი უხელმძღვანელებს

126
(განახლებულია 13:17 16.02.2021)
ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორი თავისი უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 მარტს შეუდგება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ახალ გენერალურ დირექტორად ნიგერიელი ეკონომისტი ნგოზი ოკონჯო-ივეალა დაინიშნა. ამის შესახებ WTO-ს პრეს-სამსახური იუწყება.

„ნგოზი ოკონჯო-ივეალა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. დოქტორი ოკონჯო-ივეალა ისტორიაში შევიდა როგორც პირველი აფრიკელი ქალი, რომელიც WTO-ს ჩაუდგა სათავეში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ში გამოქვეყნდა.

აღნიშნულია, რომ ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 მარტიდან შეუდგება.

ოკონჯო-ივეალამ ამ პოსტზე ბრაზილიელი რობერტუ აზევენდუ შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ეკონომისტი ნგოზი ოკონჯო-ივეალა დაიბადა 1954 წელს ნიგერიის შტატ დელტაში. მისი მშობლები იბადანის უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. 1976 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

1982-2003 წლებში მსოფლიო ბანკში სხვადასხვა პოსტებს იკავებდა, სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი იყო. ოკონჯო-ივეალა არაერთხელ მოხვდა ჟურნალ Forbes-ის სიაში „100 ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოში“.

 

126
დონალდ ტრამპი

რესპუბლიკელების ლიდერი სენატორი მომავალ არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერას აპირებს

9
(განახლებულია 12:17 26.02.2021)
მანამდე ტრამპის სასარგებლოდ განცხადება ასევე გააკეთა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ქვეყნის ყოფილ ლიდერს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ–ის სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკოლნელი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის პარტიის შიდა ნომინაციაში გაიმარჯვებს.

ამის შესახებ სენატორმა ტელეარხ Fox News–ის ეთერში განაცხადა.

ამასთან მაკკონელიმ აღნიშნა, რომ 2024 წლამდე „კიდევ ბევრი რამ მოხდება“.

სენატორის თქმით, ამ დროისათვის პარტიაში უკვე არის ოთხამდე კანდიდატი, რომლებიც თავიანთი კანდიდატურების წამოყენებას გეგმავენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.  

„მე ვიცი, სულ ცოტა, პარტიის ოთხი წევრის შესახებ, რომლებიც პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებენ, პლუს გუბენატორები და სხვები. კონკრეტული მოქმედი პირი არ არსებობს. ეს ღია რბოლა უნდა იყოს და თქვენთვის ამისი გაშუქება სიამოვნებად უნდა იქცეს“, - უთხრა მაკკონელიმ ტელეარხს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა (იუტას შტატი) განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, რესპუბლიკელები კვლავ წამოაყენებენ მის კანდიდატურას თეთრი სახლის მეთაურის პოსტზე.

​როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპი,  პირველად პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 28 თებერვალს გამოვა საჯაროდ. 

ამასთან პორტალი Axios–ი ტრამპის პოლიტიკურ გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა იქნება მისი ცენტრალური როლის დასტური რესპუბლიკურ პარტიაში და ასევე წარმოაჩენს იმასაც, რომ ფაქტობრივად სწორედ ტრამპია რესპუბლიკელების „ყველაზე სავარაუდო კანდიდატი“ 2024 წლის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა მანამდე სასტიკად გააკრიტიკა 17 რესპუბლიკელი კონგრესმენი და სენატორი, რომლებმაც მის იმპიჩმენტს დაუჭირე მხარი, მათ შორის იყო სენატორი მიტჩ მაკკონელიც. როგორც ექს–პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რესპუბლიკური პარტია ვერასდროს ისარგებლებს პატივისცემით, თუ მაკკონელის მსგავსი ლიდერები ხელისუფლებაში დარჩებიან.

9
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოგო

FBI რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

20
(განახლებულია 11:45 26.02.2021)
გამოძიების ფედერალური ბიურომ რუსეთის მოქალაქეს ოფიციალურ სასამართლო განხილვებში მოსყიდვების გზით ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ–ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დიდი ფულადი ჯილდო დააწესა ძებნაში მყოფი კონსტანტინ კილიმნიკის შესახებ ინფორმაციისთვის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების საიტზე

ამის შესახებ განცხადება FBI–ს ტვიტერ–აკაუნტზეც ქვეყნდება.

„გამოძიების ფედერალური ბიურო 250 ათას დოლარს აწესებს ჯილდოდ ინფორმაციისთვის, რომლიც კილიმნიკის მოძებნაში დაგვეხმარება“, — ნათქვამია განცხადებაში.

​საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსეთის მოქალაქე მოსყიდვის გზით ცდილობდა ჩარეულიყო ოფიციალურ სასამართლო განხილვებში, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში სავარაუდო გარე ჩარევას შეეხებოდა.

  • „კილიმნიკი მეკავშირედ მუშაობდა უკრაინელ და რუს პოლიტიკოსებსა და  ბიზნესმენებთან. გარდა ამისა, ის ასევე იძებნება შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა იყო“, — აცხადებს FBI.

აშშ–ის ხელისუფლებამ რუსეთი 2016 წელს დაადანაშაულა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, რაც მოსკოვმა არაერთხელ უარყო. ამერიკული სპეცსამსახურები, „რუსეთთან ტრამპის კავშირების“ შესახებ დაუდასტურებელ მოხსენების საფუძველზე, დონალდ ტრამპის შტაბის თანამშრომლებს უთვალთვალებდნენ. საბოლოოდ „რუსული საქმე“ გამოსაძიებლად სპეცპროკურორ რობერტ მიულერს გადაეცა, რომელმაც „ტრამპის რუსეთთან შეთქმულების“ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

20
თემები:
საერთაშორისო პანორამა
კომპიუტერთან

ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი სცენა“

0
(განახლებულია 12:39 26.02.2021)
პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.

როგორც პირველი არხის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების  სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.

პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებს.

ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

0
თემები:
საქართველო და კულტურა