ირანელი სამხედროები

პირობა ცნობილია: ირანი ბირთვული ობიექტების საერთაშორისო ინსპექტირებაზე უარით იმუქრება

34
(განახლებულია 11:20 16.02.2021)
თეირანი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას თვის ბოლომდე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ ობიექტებზე ინსპექტორების დაშვებაზე უარით იმუქრება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ირანი მკაცრად შეზღუდავს ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების დაშვებას, თუ თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებულ კონფლიქტში აშშ-თან თვის ბოლომდე გარღვევა არ მოხდება, იუწყება „დოიჩე ველე“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის საიდ ჰათიბზადეს განცხადებაზე დაყრდნობით.

„თუ ბირთვული გარიგება თებერვლის ბოლომდე არ ამოქმედდება, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ, პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, ვალდებული ვიქნებით, შევაჩეროთ IAEA-ს დამატებითი პროტოკოლის მოქმედება“, — განაცხადა ჰათიბზადემ.

პროტოკოლი IAEA-ს ინსპექტორებს შეუზღუდავ წვდომას აძლევს ირანის ბირთვულ ობიექტებზე — მოულოდნელი ინსპექტირების ჩათვლითაც კი. თუ დოკუმენტი ძალას დაკარგავს, ატომური შეთანხმებისგან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩება.

დამატებითი პროტოკოლი არის ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილი. თავის მხრივ, ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

„შავი ლაქები“: ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პირობას უყენებს>>

2020 წლის ბოლოს ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ამასთან კანონი მოიაზრებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებდა ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

34
თემები:
საერთაშორისო პანორამა (193)
დონალდ ტრამპი

აშშ-ში სასამართლომ არჩევნების საკითხზე ტრამპის ბოლო სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

26
მიუხედავად სასამართლოში მარცხის მთელი სერიისა, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და თავს კვლავ გამარჯვებულად აცხადებს

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო, მესამე სარჩელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, იუწყება РИА Новости.

სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ყოფილი პრეზიდენტი ვისკონსინში კენჭისყრის შედეგებს ასაჩივრებდა. ამ შტატში ტრამპი ჯო ბაიდენთან 20 ათასი ხმის სხვაობით დამარცხდა. უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია.

ადრე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტეხასისა და სხვა რამდენიმე შტატის სარჩელის განხილვაზე, რომლებიც არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ. უზენაეს სასამართლოში ტრამპის დანიშნული სამი პირი მუშაობს, მაგრამ ინსტანციაში ნათლად მიანიშნეს, რომ არ აპირებენ ხმების დათვლაში ჩარევას და ეს რეგიონული ხელისუფლების საქმეა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ტრამპმა დაახლოებით 55 საქმე წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო - ამის მიუხედავად, მას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, პოლიტიკოსი კვლავ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და თავის გამარჯვებაზე საუბრობს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. გამარჯვება 306 ხმით დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა. ტრამპმა ამომრჩევლების 232 ხმა მიიღო. ამ უკანასკნელს არაერთხელ დაუდანაშაულებია მეტოქე „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში. პრეზიდენტის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თქმით, კენჭისყრის პროცესში დარღვევები სისტემური ხასიათისა იყო. 

6 იანვარს ვაშინგტონში გამართულ მიტინგზე ტრამპმა მხარდამჭერებს კაპიტოლიუმთან მოუხმო, რათა „სუსტ რესპუბლიკელებს დახმარებოდნენ“ არჩევნების შედეგების გაპროტესტებაში. ხალხის მასა შენობაში შეიჭრა და ჩაშალა კონგრესის გაერთიანებული სესია, სადაც ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის შედეგად დაიღუპა დემონსტრაციის მონაწილე ქალი და პოლიციელი, კიდევ სამი გარდაიცვალა მიზეზით, რომელიც ძალადობას არ უკავშირდებოდა.

ამის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამბოხის წაქეზების ბრალდებით ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, მაგრამ სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

26
შეყვარებული წყვილი

რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების: მეცნიერული ექსპერიმენტი

49
(განახლებულია 22:39 08.03.2021)
ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ პარტნიორი ქალის წარმატებებით ტკბობა და გარკვეულ შემთხვევაში მათ გვერდით მკვეთრად უქვეითდებათ თვითშეფასება.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბუფალოს უნივერსიტეტის სწავლულებმა კვლევებით დაადგინეს, რომ მამაკაცების უმეტესობას ძალიან უნდა ნაკითხ და განსწავლულ ქალებთან შეხვედრა–ურთიერთობა და ცხოვრებაც კი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი მათზე ჭკვიანი არ იქნება. 

ამის დასადგენად ფსიქოლოგებმა სოციალურ ქსელში ორი ქალის აკაუნტი შექმნეს — კარგად განსწავლულისა და მცირედ ერუდირებულისა, რათა ენახათ, რომელი უფრო პოპულარული იქნებოდა.

ექსპერიმენტში 105 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ნაკითხსა და მცირედ ერუდირებულ ქალს შორის… და მათი არჩევანი ჭკვიან ქალებზე შეჩერდა.

ჭკვიანი, მაგრამ არა ჩემზე მეტად

ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს დაავალეს, გაევლოთ IQ-ტესტი და შედეგები „ჩაეწყოთ“, ანუ საქმე ისე მოეგვარებინათ, რომ მამაკაცებს უფრო ცუდი შედეგი დაფიქსირებოდათ, ვიდრე მათ გვერდით მსხდომ ქალბატონებს. და ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაღალქულიან მამაკაცსა და დაბალქულიან ქალს შორის უფრო დიდი იყო რომანტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბების შანსი, ვიდრე პირიქით — დაბალქულიან კაცსა და მაღალქულიან ქალს შორის.

იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს მეტი ქულა ჰქონდა, მამაკაცი დათრგუნულად გრძნობდა თავს და ქალის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდა. უფრო მეტიც, ქვეცნობიერად გაურბოდა ქალს, რომელიც მისი ინტელექტუალური ფიასკოს მოწმე გახდა.

ქალის ჭკუა კაცის ეგოს მოწყვლადს ხდის

მაშ, რატომ ვერ ახერხებს ზოგი მამაკაცი ჭკვიან ქალთან ურთიერთობის დამყარებას? ამაზე პასუხიც ისევ მეცნიერებმა გასცეს, ამჯერად ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

ფსიქოლოგებმა 896 მამაკაცი და ქალი მიიწვიეს ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. კაცებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ის მომენტი, როდესაც პარტნიორმა ქალებმა მათზე მაღალი შედეგები აჩვენეს ინტელექტუალურ ტესტებში… და ჰოი, საოცრებავ! მამაკაცებს მყის საგრძნობლად დაუქვეითდათ თვითშეფასება.

შემდეგ ჯერზე ფსიქოლოგებმა უკვე წყვილებს შესთავაზე IQ ტესტის გავლა. შედეგი: ქალების 12-მა პროცენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და… მამაკაცების თვითშეფასება, რომლებმაც არც კი იცოდნენ, თავად რამდენი ქულა ჰქონდათ აღებული ტესტებში, მკვეთრად დაქვეითდა. აი ქალებს კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ ტესტების შედეგებზე თვითშეფასების მხრივ. 

ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ეს ინტუიციის დონეზე ხდება — უბრალოდ, მამაკაცებს არ შეუძლიათ პარტნიორების წარმატებებით ტკბობა. შესაძლოა იმიტომ, რომ კაცები გენდერულ დონეზე გრძნობენ საკუთარი სტატუს-კვოს დაცვის აუცილებლობა–ვალდებულებას და დარწმუნებული არიან, რომ ყველგან და ყველაფერში უნდა გამოავლინონ და დაამტკიცონ კომპეტენტურობა. აი, სწორედ ამიტომ აღიქვამენ ისინი ჭკვიან ქალს საფრთხედ.

საოცარია, მაგრამ თუ მამაკაცს უბრალოდ მიანიშნებთ, რომ მისი პარტნიორი ქალი რაღაცაში „ჩაიჭრა“, ამით რამდენიმე წლის განმავლობაში აუწევთ თვითშეფასებას. და, მაინც, მამაკაცს შეუძლია კომფორტულად იგრძნობს თავი ჭკვიანი ქალის გვერდით, თუ… ინფორმაციას სწორად მიაწვდით. 

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ-ფსიქოლოგებმა მამაკაცებს სთხოვეს, მოეთხროთ საკუთარ პარტნიორ ქალებზე, ეთქვათ, რას გრძნობენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი. ამით ის ემოციები გაუაქტიურეს, რომლებიც პარტნიორებთან აკავშირებდათ და მხოლოდ ამის მერეღა აცნობეს, რომ ქალებს მათზე მაღალი ქულები ჰქონდათ ტესტებში… და მამაკაცები კი არ დაითრგუნნენ, არამედ ქალების უპირატესობა–აღმატება „გუნდურ თამაშად“ აღიქვეს.

49
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0