ევროკავშირი ლონდონს Brexit-ის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Sergey Melkonovევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტისა და ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრის შეხვედრა მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდზე დღეს გაიმართება

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირმა, მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის წინ, დიდი ბრიტანეთი Brexit–ის პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, იუწყება DPA.

კერძოდ, ლონდონს ბრალს სდებენ იმ შეთანხმების დაუცველობაში, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების კონტროლს შეეხება.

Brexit - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
Brexit-ით უკმაყოფილო: ბრიტანეთის პრემიერის მამა საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა მაროშ შეფკოვიჩმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი წერილი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრსა და იუსტიციის მინისტრ მაიკლ გოუვს.   

შეფკოვიჩის აზრით, ეს პრობლემების მხოლოდ დასაწყისია, რომლებიც სწრაფად უნდა გადაიჭრას.

მაიკლ გოუვისა და მაროშ შეფკოვიჩის შეხვედრა დღეისთვისაა დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონს სურს გაამარტივოს პროტოკოლის ის ნორმა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება, რათა ეკონომიკისთვისვის ნეგატიური შედეგები შეამსუბუქოს.

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი ტვირთების მოძრაობას უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრ ირლანდიის რესპუბლიკასა (ის არ გასულა ევროკავშირიდან) და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის. პროტოკოლის მიზანია, თავიდან აირიდოს ხისტი საზღვრების წარმოქმნა, რასაც შესაძლოა ძველი კონფლიქტების გამწვავება მოჰყვეს.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2020 წლის 31 დეკემბერს დაასრულეს Brexit–ის შემდგომი გარდამავალი პერიოდი და გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0