ბაიდენი: აშშ-ის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალას უყოყმანოდ გამოვიყენებ

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
=ჯო ბაიდენის თქმით, მას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყოს შეერთებული შტატების უმაღლესი მთავარსარდალი

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო არენაზე სამხედრო ძალის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა მიმართოს, თუმცა ამერიკის ინტერესების დასაცავად უყოყმანოდ მივმართავ ამ გზას, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პენტაგონში ვიზიტისას.

​„აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ძირითადი და განუყოფელი მისია ისაა, რომ შეაკავოს აგრესია ჩვენი მტრების მხრიდან და თუ საჭირო იქნება, აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები და გაიმარჯვოს ომებში, რათა ამერიკის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალის გამოყენება უკანასკნელი ზომაა და არა პირველი“, — თქვა აშშ–ის ლიდერმა.

ამასთან ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, უყოყმანოდ მიმართავს ძალას, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

„მთელ მსოფლიოში ძალის გამოყენების საკითხში არასდროს ვიყოყმანებ, თუ ეს ამერიკელი ხალხისა და ამერიკის მოკავშირეების ინტერესების დასაცავად იქნება აუცილებელი“, — განაცხადა მან.  

ჯოზეფ ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო მთავარსარდალი.

  • „ეს წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არასდროს მოვეკიდები“, — თქვა მან.

აშშ–ის პრეზიდენტი აპირებს იმუშავოს თავდაცვის მინისტრს ლლოიდ ოსტინთან და ასევე მსოფლიოს ლიდერებთან, რათა ბოლო მოეღოს გაჭიანურებულ ომებს და ამასთან ტერორისტული საფრთხეებისგან დაიცვას ამერიკელი ხალხი.

ყველა ახალი ამბავი
0