ჯერ ისევ არ ვიცით: ჩინეთმა COVID-19-ის პირველწყარო ცხოველი ვერ დაადგინა

© AP Photo / NIAID-RMLSARS-CoV-2 მიკროსკოპში
SARS-CoV-2 მიკროსკოპში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
მანამდე მსოფლიო ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც უჰანში ჯანმოს სახელით მუშაობს COVID-19-ის წარმოშობის დადგენაზე, არ გამორიცხა, რომ ვირუსს უჰანის ლაბორატორიიდან გამოეჟონა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. იმ ცხოველის დადგენა, რომელიც შეიძლებოდა კორონავირუსის წყარო და COVID-19-ის შუალედური გადამტანი ყოფილიყო, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა ლიან ვანნიანმა პრესკონფერენციაზე.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამორიცხული არ არის: ჯანმოს ჯგუფმა კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან „გაქცევა“ დაუშვა

აღნიშნულის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

„კვლევები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-თან ყველაზე ახლოს მდგომი კორონავირუსები ღამურებსა და პანგოლინებში ვლინდება. ეს ცხოველები შეიძლება იყვნენ COVID-19-ის წყარო, მაგრამ ამ ორი სახის ცხოველებში აღმოჩენილ ვირუსებსა და COVID-19-ს შორის მსგავსება არასაკმარისია იმისთვის, რომ ისინი ვირუსის თავდაპირველ მტარებლებად მივიჩნიოთ“, — აღნიშნა ვანნიანმა.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წლის 24 თებერვალს აკრძალა ველური ცხოველებით არალეგალური ვაჭრობა და მიიღო გადაწყვეტილება, აღმოფხვრას მოსახლეობაში მათი ხორცის ჭამის ჩვევა. გადაწყვეტილებას საფუძვლად მეცნიერთა მოსაზრება დაედო, რომელთაც ახალი ტიპის კორონავირუსის თავდაპირველ პატრონებად ღამურები, ხოლო შემდგომ მტარებლებად პანგოლინები მიაჩნდათ, რომლებისგანაც გადავიდა კიდეც ვირუსი ადამიანზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0