გარდაიცვალა „მუსიკის ჰანგების“ ვარსკვლავი კრისტოფერ პლამერი

© AP Photo / Amy Sussmanკრისტოფერ პლამერი
კრისტოფერ პლამერი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
პლამერი ასზე მეტ ფილმშია გადაღებული. 2012 წელს მას ფილმ „დამწყებებში“ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ პრემია გადაეცა

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ცნობილი კანადელი მსახიობი, ოსკაროსანი კრისტოფერ პლამერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გამოცემა Deadline მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით.

გარდაცვალების მიზეზი არ საჯაროვდება. ნათესავები აღნიშნავენ, რომ ბატონმა პლამერმა მშვიდად განისვენა თავის სახლში კონექტიკუტის შტატში (აშშ).

პლამერი ასზე მეტ ფილმშია გადაღებული. უდიდესი პოპულარობა მას მოუტანა კაპიტან ფონ ტრაპის როლმა ფილმში „მუსიკის ჰანგები“. 2012 წელს ფილმ „დამწყებებში“ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ პრემია გადაეცა, ხოლო 2018 წელს ნომინირებული იყო ამერიკელი კინოაკადემიკოსების პრემიაზე ფილმისთვის „მთელი მსოფლიოს ფული“ (All The Money In The World), სადაც მილიარდერ ჟან პოლ გეტის როლი შეასრულა.

თავისი ბოლო როლი პლამერმა შეასრულა 90 წლის ასაკში 2019 წელს ფილმში „ამოიღე დანები“ (Knives Out).

ყველა ახალი ამბავი
0