სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გადადო

© AFP 2024 / Eric Thayer/Getty Imagesდონალდ და მელანია ტრამპები
დონალდ და მელანია ტრამპები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენდნენ საკუთარ არგუმენტებს წერილობითი სახით.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სენატმა არ ცნო ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურად, რაზეც კენჭისყრის შედეგები მეტყველებს.

პროცესის არაკონსტიტუციურად ცნობის წინადადება სენატორმა რენდ პოლმა წამოაყენა, თუმცა მის იდეას მხოლოდ 45-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 55 კი წინააღმდეგი იყო.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„ამიერიდან და სამუდამოდ“: ტრამპმა ფლორიდაში ექს-პრეზიდენტის ოფისი გახსნა

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატა ექს-პრეზიდენტის იმპიჩმენტს უკანა რიცხვით განიხილავს — ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ქვეყნის ძირითადი კანონის სპეციალისტებს შორის ამგვარი პროცესის კონსტიტუციურობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, მოსამართლეებს კი მანამდე არასდროს მიუღიათ მონაწილეობა ამგვარი პრობლემის გადაჭრაში, ამიტომაც პროცესით სწორედ სენატორები არიან დაკავებული.

საბოლოოდ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 9 თებერვლამდე გადაიდო, რასაც სენატში ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარი არეულობის წაქეზებაში ედება ბრალი, რა დროსაც მის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების პროცესისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0