მანგო

უნიკალური ხილი მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის: ამერიკული კვლევა

225
(განახლებულია 18:30 26.01.2021)
მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ამ ხილის რბილობიც და ნაყოფიც სასარგებლოა მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მანგო შეიცავს ძლიერ კომპონენტს, რომელსაც სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია, წერს გამოცემა Express ამერიკელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.

დადგინდა, რომ ნაყოფში შემავალ პოლიფენოლებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

„მანგო ასევე შეიცავს უამრავ ცნობილ ბიოაქტიურ ნაერთს, მათ შორის, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს, ასკორბინის მჟავას, საკვებ ბოჭკოსა და  ფენოლურ ნაერთებს — მანგიფერინს, გალის მჟავასა და კვერცეტინს“, — ნათქვამია მასალაში.

მეცნიერებმა შეარჩიეს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე მოხალისეები და მათ რაციონს სუბლიმირებული მანგოს რბილობი დაუმატეს. რამდენიმე თვის შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეებს ჭამის შემდეგ გლუკოზის დონე დაუქვეითდათ. გარდა ამისა, მონაწილეთა უმრავლესობას ორგანიზმში ცხიმის რაოდენობა შეუმცირდა.

გარდა ამისა, მეცნიერთა თქმით, მანგოს ფოთოლს, რომელშიც დიდი რაოდენობით შედის პექტინი, ვიტამინი C და ასევე უჯრედისი, აქვს უნარი, გააუმჯობესოს ინსულინის გამომუშავება და გლუკოზის განაწილება ორგანიზმში, ასევე შეუძლია დაასტაბილუროს შაქრის დონე სისხლში.

 

225
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (629)
რომის პაპი ფრანცისკე

მსოფლიო წარღვნა: რის შესახებ აფრთხილებს კაცობრიობას რომის პაპი

59
(განახლებულია 21:40 02.03.2021)
პონტიფიკოსმა მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ მოუხმო და აღნიშნა, რომ ეს იგივეა რაც არის „თანაგრძნობა სიტუაციების, ადამიანების, მსოფლიოსა და მისი პრობლემებისადმი“.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მსოფლიო წარღვნა უწინასწარმეტყველა კაცობრიობას რომის პაპმა ფრანცისკემ - მისი თქმით, კატასტროფა მოხდება, თუ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები არ მიიღებენ ზომებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ.

„ის (მსოფლიო წარღვნა - რედ.) მოხდება, თუ ჩვენ იგივე გზით სვლას განვაგრძობთ“, - ციტირებს პონტიფიკოსს გაზეთი Corriere della Sera.

ფრანცისკემ შეახსენა ადამიანებს, რომ ნოემ წარღვნის გადატანა სათნოებით შეძლო. მან მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ მოუხმო და აღნიშნა, რომ ეს იგივეა რაც არის „თანაგრძნობა სიტუაციების, ადამიანების, მსოფლიოსა და მისი პრობლემებისადმი“.

59
შვილები და მშობლები

პოტენციური მილიონერი: თქვენი რომელი შვილი გახდება ბიზნესმენი - მეცნიერების დასკვნა

49
(განახლებულია 17:27 02.03.2021)
მეცნიერებმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს, რამდენიმე და-ძმიდან რომელ შვილს უფრო მეტად შესწევს რისკზე წასვლისა და ახალი საქმის დაწყების უნარი

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ოჯახში, რომლებშიც ორი ან მეტი და–ძმა ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უმცროსი უფრო მეტადაა მიდრეკილი გარისკოს და შექმნას სტარტაპი, ვიდრე უფროსები, ნათქვამია ბირმინჰემისა და რიდინგის უნივერსიტეტების სწავლულთა კვლევაში

მეცნიერების თქმით, უმცროსი შვილები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახს მანამდე არასდროს ჰყოლია გვარში ბიზნესმენი, შედარებით მოზრდილ ასაკში სერიოზულ საქმეებს ჰკიდებენ ხელს.

მათი თქმით, უმცროსები მეამბოხეებად იბადებიან. ეს დეფინიცია კი ნიშნავს, რომ უმცროსებს ყველაფრის თავად გამოკვლევა და პირობითობების დარღვევა ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნიათ.  ეს მათი მახასიათებელია.

მეცნიერულ ექსპერიმენტში დაახლოებით 6300 ბრიტანული ოჯახი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ორშვილიანი ოჯახებიდან უმცროსი შვილების 49% ბიზნესის სფეროსადმია მიდრეკილი და შანსი აქვს, კომპანიის ხელმძღვანელი გახდეს, სამშვილიან ოჯახებში კი ამ მაჩვენებელმა 43% შეადგინა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უმცროსი შვილები უფრო მეტად ტემპერამენტიანები არიან და უფრო მეტად შესწევთ „აწყვეტისა“ და საქმის დაწყების უნარი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევების თანახმად, უფროსი შვილები მეტად გონიერები და საზრიანები არიან. ეს, სავარაუდოდ, იმითაა გამოწვეული, რომ მშობლები, რომლებსაც მანამდე დედობისა და მამობის გამოცდილება არ ჰქონიათ, სიყრმის შვილების მიმართ მეტ სიმკაცრეს იჩენდნენ და ცდილობდნენ, მათში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ჩვევა განევითარებინათ.

49
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (629)
საქართველოში ბაზრობები ამუშავდა

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

0
(განახლებულია 23:13 02.03.2021)
თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის თებერვალი – 2020 წლის თებერვალი) 3,6% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“

2021 წლის თებერვალში, 2021 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.

რუსული ხორბლის გაძვირება ქართველ მეწარმეებს ალტერნატივის ძებნას აიძულებს >>

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8% და ამ დონეზე სამი თვე შენარჩუნდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე (21,2%).

ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,2%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 6,4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 34,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,4%-ით, პურპროდუქტები – 8,7%-ით. ხილი კი გაიაფდა 4,8%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე

ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს. 

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

 სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

0