სტაგნაცია დასრულდა? მსოფლიოში ბრილიანტებზე მოთხოვნა იზრდება

CC0 / Pixabay / ბრილიანტის ბეჭედი
ბრილიანტის ბეჭედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაგნაცია იყო – ადამიანები უპირატესობას სხვა სახის შენაძენებს ანიჭებდნენ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რამდენიმეწლიანი სტაგნაციის შემდეგ მსოფლიოში ბრილიანტებით ვაჭრობა გამოცოცხლდა, წერს ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg. 

გამოცემის ინფორმაციით, სამთო–მომპოვებელი კომპანია De Beers გეგმავს, ხელი მოაწეროს 600 მლნ დოლარად ღირებულ კონტრაქტს ნედლი ალმასის მიწოდებაზე.

„ეს გარიგება შეიძლება ალმასების ყველაზე დიდი აუქციონი გამოდგეს ბოლო სამი წლის განმავლობაში“, — პროგოზირებენ ექსპერტები.

მათი ვარაუდით, ალმასებზე მოთხოვნა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შენარჩუნდება და ბაზრის მონაწილეები შეეცდებიან, შეივსონ მარაგები, რომლებიც „ევროპაში გასული შობა–ახალი წლის, ხოლო ჩინეთში დამდეგი ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით დაცარიელდა“.

კორონავირუსით გამოწვეული ვითარება - Sputnik საქართველო
დათვალეს მსოფლიოში უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა

გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბრილიანტებზე მოთხოვნის ზრდას პანდემიამ შეუწყო ხელი: თუ 2020 წლამდე ადამიანები ფულს მოგზაურობაზე, რესტორნებსა და რაიმე დიდ შენაძენებზე ხარჯავდნენ, საკარანტინო შეზღუდვებმა იძულებით შეცვალა მომხმარებელთა მოთხოვნები და მათ მეტი ფულის ხარჯვა დაიწყეს ბრილიანტებზე.

ამასთან, როგორც Bloomberg-ში აღნიშნავენ, ჯერჯერობით დარწმუნებული არ არიან, რომ ბრილიანტებზე ამჟამინდელი ბუმი სტაბილური იქნება. ბაზრის ზოგი მონაწილე 2021 წელს მის ჩამოშლას ვარაუდობს, ვინაიდან ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ მსოფლიოში სხვა სახის ძვირადღირებული შესყიდვები განახლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ბრილიანტების ბაზარზე წინანდელი სტაგნაციის დაბრუნების საშიშროება.

 

ყველა ახალი ამბავი
0