დათვალეს მსოფლიოში უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა

© photo: Sputnikკორონავირუსით გამოწვეული ვითარება
კორონავირუსით გამოწვეული ვითარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული დანაკარგები ბევრად აღემატება 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის მაჩვენებელს.

თბილისი. 26 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი დატოვა უმუშევრად, რაც ბევრად აჭარბებს 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს, ნათქვამია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კვლევაში.

ლოკდაუნი საქართველოში - Sputnik საქართველო
მიწაზე დანარცხება თუ აღმასვლა - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

ირკვევა, რომ 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში 8.8%-ით შემცირდა სამუშაო დრო, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო ადგილის ეკვივალენტურია. ეს ოთხჯერ იმაზე მეტია, ვიდრე 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს იყო.

ასეთი დანაკარგები აიხსნება ან დაქირავებულთა სამუშაო დროის, ან სამუშაო ადგილების უპრეცედენტო შემცირებით, რამაც მთელ მსოფლიოში 114 მილიონი ადამიანი მოიცვა.

ILO-ს მონაცემებით, დასაქმებულთა 71%-მა (81 მლნ კაცი) შრომის ბაზარი დატოვა არა შემცირებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ვეღარ შეძლო საქმიანობა „ლოკდაუნების“ გამო. შედეგად – მსოფლიოში მომსახურეთა შემოსავლები 8,3%-ით, ანუ 3,7 ტრილიონი დოლარით შემცირდა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4,4%-ს შეადგენს.

როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა>>

ამასთან ერთად აღინიშნება, რომ პრობლემები შრომის ბაზარზე უფრო ქალებს შეეხო, ვიდრე მამაკაცებს. გლობალურ მასშტაბში დასაქმებაში დანაკარგებმა ქალებს შორის 5% შეადგინა, მამაკაცებში — 3,9%.

კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ ყველაზე მძლავრად კრიზისმა ახალგაზრდობას დაარტყა. 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის დასაქმებაში დანაკარგებმა 8,7%-ს მიაღწია, ხოლო უფროსი ასაკის ადამიანებში — 3,7%-ს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარების დასკვნით, ყველაზე მეტად დაზარალდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორები, სადაც დასაქმება საშუალოდ 20%-ზე მეტით შემცირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0