COVID-19 მსოფლიოში: ისრაელი „ჰერმეტულად“ დაიხურა, შვედეთმა საზღვრები ჩაკეტა...

© REUTERS / Ammar Awadვაქცინაციის ცენტრი თელ-ავივში
ვაქცინაციის ცენტრი თელ-ავივში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავისრუსთან ბრძოლის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებს ისეთი მკაცრი ზომების გატარება უწევთ, რომლებისთვისაც მანამდე არასდროს მიუმართავთ

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები კვალავც ებრძვიან კორონავირუსის გავრცელებას და სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ ინფექციის შესაჩერებლად.

Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

მაგალითად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებს ეკრძალებათ საღამოს ცხრა საათიდან დილის ხუთის ნახევრამდე სახლიდან გასვლა. ასეთი შეზღუდვები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოქმედებს. დამრღვევებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ 95 ევროს ოდენობით. გამონაკლისს მხოლოდ ძაღლების მფლობელები წარმოადგენენ.

მკაცრი ზომების საპასუხოდ, ნიდერლანდების მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ორ ათეულზე მეტი აქტივისტი დააკავა, ხოლო  გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3.5 ათასს გადააჭარბა.

ისრაელის მთავრობამ პრაქტიკულად „ჰერმეტულად“ დახურა ქვეყანა. გარდა იმისა, რომ შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები უცხოეთის მოქალაქეებისთვის, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი მინიმუმ ერთი კვირით ჩაიკეტება და ისრაელი, პირველად ისტორიაში, შეწყვეტს არა მარტო ემიგრანტების, არამედ იმ თანამემამულეების მიღებასაც, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან.

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს: სპეციალური განცხადება - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს: სპეციალური განცხადება

შვედეთმა, რომელმაც მანამდე აღიარა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის რბილი ზომები არაეფექტური იყო, დახურა საზღვარი ნორვეგიასთან, სადაც COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამი გამოვლინდა.

ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს სავაჭრო ტურიზმი ორი ქვეყნის საზღვარზე და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ვირუსის ახალი მუტაციისგან.

საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ყველა პირმა, რომლებიც ქვეყანაში საზღვაო ან საჰაერო გზით შევლენ, უნდა წარადგინოს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი საზღვრის გადაკვეთამდე არა უგვიანეს 72 საათისა.

„ვაქცინა გეებად გაქცევთ - არ აიცრათ“ - რაბინი ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა. აქედან დაავადებამ  2.1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

საშიში ინფექციის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები — 25 მილიონზე მეტი დაავადებულითა და 419 ათასზე მეტი გარდაცვლილით; მეორე ადგილზეა ინდოეთი — 10,6 მილიონზე მეტი ინფიცირებულითა და 153 ათასზე მეტი გარდაცვლილით, მესამე ადგილზეა ბრაზილია — ინფიცირების 8,8 მილიონი დადასტურებული შემთხვევითა და 217 ათასი გარდაცვლილით.

ყველა ახალი ამბავი
0