„ვაქცინა გეებად გაქცევთ - არ აიცრათ“ - რაბინი ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს

CC0 / Pixabay / რაბინი ტაძრის ფონზე
რაბინი ტაძრის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ულტრაორთოდოქს რაბინს მიაჩნია, რომ ემბრიონული სუბსტრატის გამოყენებით დამზადებულ ვაქცინას სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შეუძლია

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ულტრაორთოდოქსი რაბინი დანიელ ასორი, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს, მოუწოდებს მიმდევრებს, თავი აარიდონ კორონავირუსზე ვაქცინაციას, ვინაიდან აცრამ შეიძლება ჰომოსექსუალისტებად აქციოს ისინი, იუწყება The Independent–ი.

​ასორს, რომელსაც  ინტერნეტში დიდი რაოდენობით მიმდევარი ჰყავს, მიაჩნია, რომ ვაქცინაცია „გლობალური ბოროტგანმზრახველი მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობს“.

ცოტა ხნის წინ ქადაგებაში მან აღნიშნა, რომ მამაკაცები აცრის შემდეგ შეიძლება გეებად გადაიქცნენ, ვინაიდან ვაქცინა ემბრიონული სუბსტრატის გამოყენებით მზადდება; რომ სწორედ ამას შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ორიენტაციის შეცვლა.

ისრაელის ლგბტ თემის უფლებათა დამცველთა ჯგუფმა Havruta-მ უკვე ირეაგირა რაბინის მოწოდებაზე და განაცხადა, რომ „ახალი წევრების მისაღებად მზად არიან“.

ისრაელში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ 20 იანვარს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინა გაუკეთდათ მედმუშაბკებს, სტუდენტს–მედიკოსებს, ჰერიატრიული დაწესებულებებისა და ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს. მეორე ეტაპზე აიცრნენ 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები და სხვა რისკ–ჯგუფებში შემავალი ადამიანები.

 

ყველა ახალი ამბავი
0