Google-მა ამბიციური პროექტი დახურა: დასახელდა მიზეზები

© AP Photo / Alastair GrantGoogle-ს ლოგოტიპი
Google-ს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი პროექტი, რომელიც გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მეტად სარისკოა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კომპანია Alphabet-მა, რომელიც Google-ს ეკუთვნის, შეწყვიტა პროექტი Project Loon, რომლის მიზანიც სტრატოსფერული ბურთების მეშვეობით ინტერნეტზე უსადენი წვდომის ქსელის შექმნა იყო, ნათქვამია პროექტის ოფიციალურ საიტზე.

Loon-ის გენერალური დირექტორი ალასტერ ვესტგარტი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ვერ ამცირებდა ხარჯებს.

„რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შექმნა მეტად სარისკოა თავისი არსით“, — განაცხადა ვესტგარტმა.

აღსანიშნავია, რომ Project Loon გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, რა დროსაც კენიაში 35 აეროსტატი გაუშვეს. თითოეული ბურთი დაახლოებით 80 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0