აშშ დეპორტაციას აჩერებს: ცნობილი გახდა ვადა და მიზეზი

© AP Photo / Ramon Espinosaმიგრანტი ქალი აშშ-მექსიკის საზღვარზე
მიგრანტი ქალი აშშ-მექსიკის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო წყვეტდა ახალი მიგრანტების ჩართვას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, მექსიკაში დალოდებოდნენ აშშ-ში შესვლის ნებართვას.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატები 100 დღით შეაჩერებს დეპორტაციას, რათა ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს მუშაობა უფრო ეფექტური გახადოს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური. 

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ბაიდენმა აშშ ჯანმოში დააბრუნა და ქვეყანაში შესვლა დაუშვა
„შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო 2021 წლის 22 იანვრიდან 100 დღით შეაჩერებს არამოქალაქე პირების დეპორტაციას, რათა მიგრაციული კანონმდებლობის სამართლიანი და ეფექტური აღსრულება უზრუნველვყოთ, რაშიც უპირველესი ყურადღება ეთმობა ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვრებისა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ეს ზომა სამინისტროს საშუალებას მისცემს, რესურსები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებისკენ მიმართოს, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უსერიოზულესი კრიზისის აღმოფხვრის ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ.

მანამდე სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს ახალი მიგრანტების მიღებას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევს, მექსიკის ტერიტორიაზე დაელოდონ აშშ-ში შესვლის ნებართვას.

 

ყველა ახალი ამბავი
0